LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა ღამე თბილისის პარლამენტის შენობასთან გაატარეს

71

„პატრიოტთა ალიანსის“ აქტივისტებმა ღამე თბილისის პარლამენტის შენობასთან გაატარეს. მათ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებების, სოციალური პრობლემების და რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.

პროტესტის უკიდურეს ფორმას წინ უძღოდა აქცია-მსვლელობა, რომელშიც პარტიის ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

ირმა ინაშვილის განცხადებით, აქციები მასობრივ ხასიათს მიიღებს. ინაშვილის თქმით, ლიდერები შიმშილობას იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუკი მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები გუშინ აცხადებდნენ, რომ 17 ადამიანი აპირებდა შიმშილობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები