LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრულ-ინსპექტორებმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს

84

პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს.

გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ,  1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პატრულ-ინსპექტორებს ახალგაზრდა კაცის სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ, მოქალაქეებმა მიმართეს. მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები