LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგებს ექნებათ შეთავაზება იმუშაონ სრული დატვირთვით და მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება – მამუკა ბახტაძე

98

პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით პედაგოგებს, რომლებიც ნაკლები საათობრივი დატვირთვის გამო გაზრდილ ანაზღაურებას ვერ იღებენ, დამატებით საათებს შესთავაზებენ. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რითაც “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის სერგო რატიანის მიერ სერტფიცირებული პედაგოგების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

“დიახ, მართლაც, ჩვენ გვყავს მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას, რომელიც მათ ობიექტურად ეკუთვნით და დიახ, ჩვენ სწორედ ასე ვგეგმავთ, რომ ყველა მათგანს ექნება შეთავაზება, რომ იმუშაოს იმ საათების რაოდენობით, რაც საჭიროა და ეს მათ ნებაზე იქნება, თუ ვინმე უარს იტყვის, იმიტომ რომ მათი ნაწილი სხვა სასწავლებლებშიც ასწავლის, ეს უკვე მათი პიროვნული გადაწყვეტილება იქნება. ყველას ვისაც სურს, რომ სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ წელს იყო პირველი პრეცენდენტი გარე დაკვირვების, შესაბამისად, ვინც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7000-ზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 000 ადამიანს,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აქვე მამუკა ბახტაძემ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებითაც უპასუხა შეკითხვას და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა სწავლას არა ფინანსების გამო წყვეტს, როგორც ეს სერგო რატიანმა აღნიშნა, არამედ სხვა მიზეზით, თუმცა დაადასტურა, რომ დაფინანსების წესი გადასახედია და 2019 წელს გადაიხედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები