LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი ანა სონკინა-დორმანი: გრიპის წამალი არ არსებობს

153

ანა სონკინა-დორმანი გახლავთ რუსი პედიატრი. ის მინეაპოლისის პალიატიური ინსტიტუტის სტიპენდიანტია, ბრიტანეთში კარდიფის უნივერსიტეტის პალიატიური მედიცინის დიპლომის მფლობელი და ასევე ჰოლანდიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის კურსის ინტენსიური მონაწილეა. ის დროდადრო საინტერესო მასალებს აქვეყნებს მშობლებისთვის სხვადასხვა პრობლემებზე. ამჯერად მისი ბლოგი გრიპს, ვირუსულ ინფექციებსა და მათ მკურნალობას  ეხება. აცრები, ანტიბიოტიკები,  ვიტამინები, მცდარი დიაგნოზები – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც ცნობილი პედიატრი საინტერესო რეკომენდაციებს იძლევა. ანა სონკინა-დორმანი გვირჩევს, ვენდოთ კვლევებით დადასტურებულ სამედიცინო ფაქტებს და არა მითებს.

საჭიროებს თუ არა ვირუსული ინფექციები სპეციალურ მნკურნალობას

უნდა გვახსოვდეს, რომ რესპირატორული ვირუსული ინფექციები, რასაც დღეს გრიპსა და გაციებას უწოდებენ, გადის თავისით. სურდო, ტემპერატურა და ხველა არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ასევე შეუძლებელია მათი მკურნალობის დაჩქარება მედიკამენტებით და გართულების თავიდან აცილება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს გართულების ყველაზე სერიოზული საფრთხე გაუწყლულებაა, ამიტომ რესპირატორული ინფექციების დროს მთავარი რეკომენდაციაა სითხის მიღება: სითხე და კიდევ ერთხელ სითხე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის გაციებისას

აქ მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია რამდენიმე ფაქტორი. შეუძლია თუ არა ბავშვს სითხის მიღება. თუ ყელის ძლიერი ტკივილის, სისუსტის ან ღებინების გამო ის სითხეს ვერ იღებს, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა მაღალი ტემპერატურა სიცხის დამწევის მიღებისას არ ჩამოდის დაბლა. ბრიტანეთში თვლიან, რომ 39 გრადუსზე აუცილებელია მედიკამენტოზური ჩარევა, ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევა, რომ ეს ზღვარი 38.5 გრადუსზე უნდა განისაზღვროს. რეალურად კი ორგანიზმისთვის 41 გრადუსი სიცხეც კი არაა საშიში, უბრალოდ ამ დროს დიდია ორგანიზმის გაუწყლულების საფრთხე. ამიტომ მნიშვნელოვანია მაღალი ტემპერატურის დროს ორიენტირდეთ ბვშვის განწყობაზე. თუ ის კარგ ხაიათზეა და სითხეს იღებს, 39 გრადუსზეც კი, შეიძლება არ გამოიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება.

როცა ბავშვი ახვლებს, მთავარია ყური დავუგდოთ სუნთქვის სიხშირეს. თუ ის ჩვეულებრივზე სწრაფად სუნთქავს, ან თუ სუნთქვას თან ახლავს ხმიანობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე თუ ხველას რამდენიმე დღეში დაერთო მაღალი ტემპერატურა, ესეც მიზეზია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. ასევე საყურადღებოა გამონაყარი, რომლის ჩვენებაც ასევე აუცილებელია ექიმისთვის. ცხადია, ყველაფერი ინდივიდულაურია, თუმცა თუ გეჩვენებათ, რომ ბავშვის მდგომარეობა რთულია, ჯობს დროულად მიმართოთ პედიატს, რომელსაც ენდობით

ცხვირის სატუმბები, გაციების წამლები და პროფილაქტიკა

ექიმი ანა სონკინა-დორმანი ამბობს, რომ მშობლები ხშირად მიმართავენ კითხვებით, ნუთუ არ არსებობს გაციების რაიმე საშუალება? თუნდაც წამალი, რომლის რეკლამაც ხშირად გადის ტელევიზიით. ცნობილი პედიატრი მათ პასუხობს, რომ ასეთი წამალი ჯერ არ გამოუგონებიათ, ხოლო თუ გამოიგონეს, ეს იქნება ნობელის პრემიის ტოლფასი აღმოჩენა. დიახ, ეფექტური წამალი გაციებისა და გრიპის დროს არ არსებობს. ყველა იმ წამლის ეფექტურობა, რომელიც იყიდება ან რეკლამირდება, დამტკიცებული არაა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე მათგანი ინფექციის ფილტვებამე გადასვლას შეაჩერებს. თუ ბავშვის მდგომარეოაბს ართულებს სურდო და მას სუნთქვა უჭირს, შესაძლოა მოხდეს ცხვირის ნესტოების გამოტუმბვა. გრიპის პროფილაქტიკა კი, მხოლოდ ვაქცინაციაა. პროფილაქტიკა კი, ჯანსაღი ცხოვრების სტილი,დაბალი ტემპერატურა სახლში, ფიზიკური აქტივობა, სრულფასოვანი ძილი, კარგი ფსიქოლოგიური კლიმატი, ხელის ხშირი ბანვა და ა.შ

შალის წინდა და თბილი ქუდები

ორგანიზმის გადახურებამ შეიძლება  შეუშალოს ხელი ვირუსთან ბრძოლას და გაზარდოს ავადობის სიხშირე. ის დაავადება კი, რომელსაც ხშირად გაციებას უწოდებენ, საერთოდ არაა კავშირში ღია ფანჯარასთან, თბილ ქუდთან,  ხელთათმანებთან და თბილ წინდებთან.

არარსებული დიაგნოზები

ამ პრობლემას ხშირად აწყდებიან მშობლები პედიატრებთან ვიზიტისას. აი რამდენიმე გავრცელებული დიაგნოზი

ლაქტოზის აუტანლობა – ეს დიაგნოზი რეალურად არსებობს, მაგრამ ბევრად იშვიათად, ვიდრე მისი დიაგნოსტირება ხდება. ჩვილი, რომელსაც აწუხებს გაზების დაგროვება და აქვს მწვანე განავალი, ჯანმრთელია. ლაქტოზის აუტანლობაზე ეჭვი შეიძლება მივიტანოთ მაშინ, როცა ის ცუდად იმატებს წონაში.

იმუნოდეფიციტი – ხშირად მშობლები სწორედ ამ ჩივილით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, არადა იმუნოდეფიცი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომლის მკურნალობაც ხდება სპეციალიზებულ ცენტრებში. ბავშვს, რომელიც ხშირად ავადობს, ამ დაავადებასთან საერთო არაფერი აქვს.

ვეგეტო – სისხლძარღვოვანი დისტონია – ეს დიაგნოზი საერთოდ არაა. ხშირად ადამიანს, რომელსაც ამ დიაგნოზს უსვამენ, მართლაც რაღაც აწუხებს, მაგალითად პანიკური შიშები. ისევე როგორც დისბაქტერიოზი. თუ თქვენს ბავშვს ეს დიაგნოზი დუსვეს, ის  ჯანმრთელია.

როდის მივიღოთ ანტიბიოტიკები

ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ მაშინ, როცა მათ ნიშნავს კარგი ექიმი. დამოუკიდებლად კი, არასოდეს. არსებობს ბევრი კვლევა, რომელიც გვაჩვენებს, სჭირდება თუ არა ადამიანს ანტიბიოტიკი. მეტიც, ექიმსაც კი, რომელიც მას გინიშნავთ, უნდა ჰკითხოთ, კონკრეტულად რატომ დანიშნა ანტიბიოტიკი. მიზეზი, რომ ავადობა გახანგრძლივდა, ცუდი მიზეზია. სამაგიროდ, სწორია, როცა ის ინიშნება გახშირებული სუნთქვის, სტრეფტოკოკის, საშარდე გზების ინფექციის, ფილტვებში ხიხინისა და პნევმონიის დროს. ამიტომაც ყოველთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული დიაგნოზი.

აცრები

მშობლები ხშირად აპროტესტებენ  ვაქცინაციის გეგმიურ კალენდარში აცრების სიხშირეს. ბევრი აცრას არასერიოზულად უდგება და გემოვნებით არჩევს. მაგალითად ბავშვს ცრიან ჰეპატიტზე და უარს ამბობენ ტუბერკულოზზე, ან პირიქით. ანა სონკინა-დორმანი ამბობს, რომ ვაქცინა იქმნება ორი მიზეზით: ან დაავადება ხშირია ან საკმაოდ სახიფათო. ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჯობს მშობელმა საკუთარი მოსაზრებები გვერდზე გადადოს და პროფესიონალთა რჩევას მიჰყვეს. მით უმეტეს, რომ სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის კალენდარში მეტი აცრაა, ავადობები იკლებს.

ვიტამინები

იმის მტკიცებულება, რომ ადამიანს სჭირდება მულტივიტამინები, არ არსებობს. ასეევ არაა მტკიცებულება მათი უკუჩვენების შესახებ. მაგალითად არის ვიტამინი D, რომელიც აუცილებელია 2 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე ფოლიუმის მჟავა ორსულობის პირველ ტრიმესტრში. არის ვიტამინები, რომლითაც ორგანიზმში სხვადასხვა დეფიციტს მკურნალობენ, თუმცა ასეთი შემთხვევები მცირეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები