LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი კომაროვსკი: საჭიროა თუ არა ტემპერატურის დამწევი წამალი კბილების ამოჭრის დროს

8082

ექიმი ევგენი კომაროვსკი ინტერვიუში ჟურნალისტის მიერ დასმულ საინტერესო კითხვას პასუხობს. საჭიროა თუ არა სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება ჩვილებისთვის კბილების ამოსვლის პერიოდში.

“მსოფლიო პედიატრია დღესაც ვერ თანხმდება, იწვევს თუ არა ტემპერატურის მატებას კბილების ამოჭრის პროცესი ბავშვებში. მეცნიერთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ სიცხე კბილების ამოსვლასთან კავშირში არაა. პრაქტიკოსი ექიმები, ხშირად ხვდებიან მაგალითებს, როცა სიცხე უმიზეზოდ იმატებს და კბილების გარდა სხვა მიზეზი არ არსებობს. კბილების ამოჭრის დროს არსებობს ერთგვარი წესი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა დაიმახსოვროს. კბილების ამოჭრა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ავადაა. თუ ბავშვი ოფლიანობს, არ იღებს საკვებს, მთელი დღე უხასიათოდაა და ამას სხვა სიმპტომებიც ახლავს, ეს არ ნიშნავს რომ მას კბილები აწუხებს. ამ დროს სწორი დიაგნოზი უნდა დასვას არა ბებიამ, არამედ კვალიფიციურმა ექიმმა. რაც შეეხება სიცხის დამწევ პრეპარატებს, ცხადია, როცა ტემპერატურა 37.5-ის ფარგლებშია, ამას დაწევა არ სჭირდება. როგორც წესი, ამ პრეპარატებს ტკივილის საწინააღმდეგოდ აძლევენ. თუ არის ტკივილი, ქავილი დისკომფორტის შეგრძნება, პარაცეტამოლისა და იბუპფროფენის ჯგუფის პრეპარატების მიცემა შეიძლება. ეს კი უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა დედას და მამას სხვა გამოსავალი არ რჩებათ, როცა მათ დამოუკიდებლად არ შეუძლიათ სიტუაციის მართვა, არ სძინავთ ღამე, ხდებიან არაადექვატურები, კი ბატონო ერთჯერადად ამ პრეპარატის მიღება შესაძლებელია. კიდევ  ერთხელ ვიმეორებ, კბილების ამოჭრას არ ვებრძვით წამლებით, აქ მთავარია სუფთა ჰაერი, სპეციალური რეზინის სათამოშოები, რომელიც კბილების ამოჭრისას დისკომფორტს ამცირებს“ – განმარტავს უკრაინელი პედიატრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები