LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პედლები აერია” – პარლამენტთან ავტომობილი სახლის შიდა სივრცეში ჩავარდა

50

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავტომობილის მძღოლს პარკირებისას, მუხრუჭის და გაზს პედლები აერია, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლის შიდა სივრცეში ჩავარდა.

დაშავებულია მძღოლი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები