LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ექსტრადიცია იგეგმება

59

ავსტრიელი ძიუდოისტი პეტერ ზაიზენბახერი პეტერ ზაიზენბახერი კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ექსტრადიციის საქმე გაგრძელდება. 57 წლის ავსტრიელის ექსტრადიცია სექტემბერში იგეგმება.
ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში შარშან ოქტომბერში წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერ ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

ცნობილი ძუდოისტი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები