LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისები განხორციელდება

87

„ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ ურუმჩის გავლით, პეკინიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს.

23 სექტემბრიდან, ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, ბოინგ-737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ურუმჩი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  21:45 სთ-ზე დაეშვება.