LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირზე BUS LANE მოეწყობა

140

თბილისში, პეკინის გამზირზე, რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლი ე.წ. ბას ლეინი დაიხაზება. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში დაუდასტურეს.

BUS LANE-ების მოწყობას თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური მას შემდეგ უზრუნველყოფს, რაც კეთილმოწყობის სამსახური, გამზირის სრულ რეაბილიტაციას დაასრულებს, ეს კი დაახლოებით 15 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.

გასულ წელს კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, გორგასლის ქუჩაზე და აღმაშენებლის გამზირზე Bus lane-ები მოეწყო. სპეციალურ ზოლზე მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტებისთვისაა დაშვებული. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში ბასლაინები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს.

Bus lane-ები დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის გატარებული კიდევ ერთი ღონისძიებაა. როგორც უცხოელი სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ ყველაზე ეფექტიანი სწორედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლი გათვალისწინებულია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშიც: ქალაქში შესაძლოა “სწრაფი ავტობუსები” გამოჩნდეს

პეკინის გამზირი რეაბილიტაციისთვის ივნისიდან გადაიკეტება. 

პოპულალურები