LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირზე გაშიშვლებისთვის მამაკაცი 200 ლარით დააჯარიმეს

191

თბილისში, პეკინის გამზირზე, შიშველი მამაკაცი გამოჩნდა. ახალგაზრდა, რომელსაც ტანსაცმელი ხელში ეჭირა საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმდა და 200 ლარის გადახდა მოუწევს.

ეს მუხლი, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ ქმედებას მოიცავს, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას; ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე.

შიშველი კაცის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ხუმრობა ან თამაშის ნაწილი იყო.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ამ დროისთვის 9 გრადუსი სითბო ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები