LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე GWP სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს დაასრულებს

134

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპს ახორციელებს – დღეს ქუჩის მარჯვენა მხარეს ახლად მოწყობილი 1,5 კილომეტრამდე ქსელი თბილისის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთდება და ექსპლუატაციაში შევა. კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ ქსელზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამისი 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული თანამედროვე ტექნოლოგიით მოეწყო და 7 ჰიდრანტი დამონტაჟდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პეკინის ქუჩაზე, მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა. სამუშაოები, მსოფლიოს წამყვანი გერმანული კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად განხორციელდა. 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სრულად შეიცვალა წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები; განახლდა და მოეწყო ევროსტანდარტის შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს. განახლდა ასევე, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურები.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები