LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის ქუჩაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

217

მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე საპარკინგე ადგილები სრულად არ გაუქმდება. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა განუცხადა, აქამდე არესებული საპარკინგე ადგილები ქუჩის მარჯვენა მხარეს შენარჩუნდება.

”რაც შეეხება მარცხენა მხარეს, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთიდან, საპარკინგე ადგილები გაუქმდება”, – აღნიშნა კუბლაშვილმა. მისივე ინფორმაციით, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაც განიხილება. გარკვეული მონახაზი უკვე მზად არის და ის შესასწავლად თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს წარედგინათ.

”მერიაში შეისწავლიან აღნიშნულ პროექტს და შემდეგ უკვე აუქციონის ტიპის კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში გამარჯვებული კომპანია კი დაიწყებს მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის სამუშაოებს. პროექტის განსახორციელებლად კომპანიას 3 თვე მიეცემა. პარკინგი 200 ავტომობილზე იქნება გათვლილი”, – აღნიშნა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა.

როგორც კუბლაშვილი ამბობს, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთაზე არსებული მიწისქვეშა პარკინგით, ავტომფლობელები 2018 წელს უკვე ისარგებლებენ.  ამასთან, პეკინის ქუჩაზე მოეწყობა ე.წ. ბასლაინი და ორმხრივი ველობილიკიც.

შეგახსენებთ, პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრისთვის დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები