LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო

124

საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის  №10-ში სკვერები მოეწყო.

სკვერებში  საბავშვო გასართობ მოედნებზე  კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები  დამონტაჟდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამწვანდა სკვერები. გარდა ამისა, ძველი სკამები და სანაგვე ურნები ახლით შეიცვალა. სკვერები ღობით შემოიფარგლა.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა. სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ჯეო პარკ“-მა  განახორციელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები