LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე გამოსული შიშველი მამაკაცი სასწრაფომ გადაიყვანა

184

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, პეკინზე გამოსული შიშველი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც “ფორტუნას” შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

უწყებამ ასევე, განმარტა, რომ დღეს და 2 თებერვალს პეკინის ქუჩაზე სხვადასხვა მამაკაცმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი.

“წინა შემთხვევაში მამაკაცი ჯანმრთელი იყო, ის მხოლოდ 200 ლარით დაჯარიმდა”, – აღნიშნეს შსს-ში.

დღეს, სოციალური ქსელი, ორი თვის მერე, ისევ პეკინის ქუჩაზე მოსეირნე შიშველი მამაკაცის ფოტოთი აჭრელდა.

ფოტოზე ჩანს, რომ მამაკაცი ქუჩაში წინდებისა და ფეხსაცმლის ამარა გადაადგილდება, ტანსაცმელი კი ხელში უჭირავს. სურათი დღეს არის გადაღებული.

შიშველი მამაკაცი იმავე ქუჩაზე 2 თებერვალს გამოჩნდა – ზუსტად იგივენაირად: ხელზე გადაკიდებული ტანსაცმლით, იგივე ფეხსაცმლითა და წინდებით.

2 თებერვალს, შსს-მ მამაკაცი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის 200 ლარით დააჯარიმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები