LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინზე ველობილიკის მოწყობა დასრულებულია (ფოტო)

116

პეკინის ქუჩაზე ველობილიკის მოწყობა დასრულდა. ასევე, დამონტაჟდა ველოსადგომები.

დილით ველობილიკზე პირველი ველოსიპედისტებიც გამოჩნდნენ. ინფორმაციას ფოტოსურათებთან ერთად, თბილისის მერია ავრცელებს.

ველობილიკზე ორმხრივი მოძრაობაა შესაძლებელი.

პეკინის რეაბილიტაციის შედეგად, ბულაჩაურის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩამდე 1 კმ-იანი, 2,80 მეტრის სიგანის ველობილიკი გაკეთდა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ასეთი თანამედროვე და მოწესრიგებული ფორმით ველობილიკი პირველად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ თბილისი ველოტრასებით დაქსელული არ არის, ამის გამო, მხოლოდ ამ მონაკვეთზე ველობილიკის მოწყობამ, საზოგდოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

თუმცა, მერიაში უკვე ორი წელია, თბილისში ველოტრასების განვითარების საკითხს განიხილავენ. დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ მოთხოვნის მიხედვით, ველობილიკებს სხვა ქუჩებზეც მოაწყობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები