LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენალტების დარტყმის წესი იცვლება: ფეხბურთში ჩოგბურთი შემოდის

86

უეფას ოფიციალური ვებგევრდის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია პენალტების სერიაში დარტყმის წესებს ცვლის. როგორც მოგეხსენებათ, აქამდე გუნდები თერთმეტმეტრიანს რიგ-რიგობით ასრულებდნენ, ამიერიდან კი ჩოგბურთის ტაი ბრეიკის მსგავსად, თავდაპირველად, პენალტს პირველი გუნდი დაარტყამს, რის შემდეგაც მეორე გუნდი ზედიზედ ორ პენალტს შეასრულებს.

ცვლილებების მიზეზად უეფაში მეორე პენალტის შემსრულებელ ფეხბურთელზე ფსიქოლოგიური წნეხის შემსუბუქებას ასახელებენ.

წყაროს ინფორმაციით, ეს წესი ამოქმედდება ევროპის 17 წლამდელ ქალ და ვაჟ ფეხბურთელთა ჩემპიონატებზე.

მატჩისშემდგომი პენალტების სერიის წესი ფიფამ 1970 წელს შემოიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები