LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი დონატელა ვერსაჩეს როლში: პირველი კადრები

90

სერიალის „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ ახალი სეზონი ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას შეეხება. ცნობილი დიზაინერის დის როლს პენელოპა კრუსი ასრულებს. ქსელში გადაღებების პირველი კადრები გავრცელდა, სადაც მსახიობი დონატელას ვიზუალით ჩანს.

აქამდე ამ როლზე ლედი გაგა მოიაზრებოდა, საბოლოოდ არჩევანი პენელოპაზე შეჩერდა. ფოტოებზე მას ყვითელი პარიკი უკეთია, თუმცა თაყვანისმცემლებმა პენელოპასა და დონატელას შორის მსგავსება დიდად ვერ აღმოაჩინეს. უმეტესობა მიიჩნევს, რომ სწორედ ლედი გაგა შეეფერებოდა აღნიშნულ როლს.

შეგახსენებთ, რომ კრუსის გარდა ფილმში ედგარ რამირესი, დარენ კრისი და რიკი მარტინი მონაწილეობენ. სერიალი ეთერში 2018 წელს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები