LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენელოპა კრუსი „შანელის“ საკრუიზო სამოსში (ფოტო)

438

44 წლის პენელოპა კრუსი „შანელის“ მოდის სახლის ამბასადორი გახდა. ამის შესახებ საზოგადოებამ პარიზის მოდის კვირეულის მსვლელობისას შეიტყო. ამჯერად კი ოსკაროსანი მსახიობი ბრენდის ახალ საკრუიზო კოლექციას წარმოადგენს და პირველი ფოტოსესიაც ინტერნეტში დღეს გამოჩნდა. ფოტოები ივლისის თვეში გადაიღეს და თუ კარლ ლაგერფელდის ახალი კოლექცია პარიზში უფრო პომპეზური ჩანდა, ფოტოებზე აქცენტი მინიმალიზმზე გაკეთდა.

შავ-თეთრ ფოტოებზე დიზაინერმა აქცენტი მოგზურობის თემაზე გააკეთა. ტვიდის კოსტიუმები, შავი პალტო, ბერეტები და ნაქსოვი სვიტერები – ესაა კრუიზი წლის ნებისმიერ დროს. რამოდენიმე ფოტოზე კრუსი წელს ზევით შიშველიც პოზირებს და მკერდს ჟაკეტით იფარავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები