LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პენმარათონი” იწყება – გამარჯვებულს სოლიდური პრემია და მოგზაურობა ელის

173

ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი” საერთაშორისო ,ქართულ-გერმანულ ფორმატში ბრუნდება.

პერმარათონი 2018-ს (წერით სესიას) ბაკურციხეში “მოროშენი” 20-21 ივნისს უმასპინძლებს. გამომცემლობა “დიოგენეს” დირექტორი, თამარ ლებანიძე ამბობს, რომ კონკურსი ფრანკფურტის პროექტის ნაწილია.

“ეს არის შანსი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მიიღოს მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვოს, სოლიდური ფულადი პრემიით დაჯილდოვდეს და იმოგზაუროს ფრანკფურტში.

ყველას ვეპატიჟებით. მსურველებს შეუძლიათ მოიტანონ ლიტერატურული გამოუქვეყნებელი ნაწარმოები ან ფრაგმენტი “დიოგენეს” ოფისში, აფაქიძის 9 ნომერში, სამუშაო დღეებში 4 ივნისამდე. ეს უნდა იყოს აუცილებლად პროზა. ნამუშევრებს ჟიური გადაარჩევს და ქართველ მონაწილეებს გამოავლენს. 12 ქართველი და გერმანელი მონაწილე 19-დან 22 ივნისამდე მაროშენში დაბინავდება.

უშუალოდ კონკურსი 20-21 ივნისს 24 საათის განმავლობაში გაიმართება. ამის შემდეგ დაიწყება მუშაობა კრებულის მზადებაზე. 5 საუკეთესო ქართული და 5 გერმანული ნაწარმოები შევა ორენოვან კრებულში. მისი პრეზენტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 11 ოქტომბერს გაიმართება და იქვე გამოვლინდებიან გამარჯვებულები”, – განაცხადა თამარ ლებანიძემ, რომელიც კონკურსის ორგანიზატორია.

12 ქართველი მონაწილიდან უკვე ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია: მწერალი ნინო გუგეშაშვილი.

“ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ პროექტი საერთაშორისო ხდება. იმდენად უნიკალური პროექტია, რომ ამას იმსახურებს. იმედი გვაქვს კიდევ უფრო გაფართოვდება. ეს ხელს შეუწყობს ურთიერთობებს უცხოელ კოლეგებთან, მთარგმნელებთან”, – ამბობს ნინო გუგეშაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები