LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსი დონალდ და მელანია ტრამპებს ილია მეორის საჩუქრებს გადასცემს

85

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საჩუქრად ოქროს სამაჯური, მის მეუღლეს ოქროს ჯვარი გადასცა. სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერის, გიორგი ზვიადაძის განცხადებით, პატრიარქმა პენსებს საჩუქრები აშშ-ს პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვისაც გადასცა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივისცემის ნიშნად სტუმარს საჩუქრად გადასცა ოქროს სამაჯური, ასევე მის მეუღლეს – ოქროს ჯვარი, ცნობილი, როგორც თამარის ჯვარი. კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, – განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

პოპულალურები