LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პერფორმანსით ბავშვების გამხიარულება მინდოდა” – ჯვაროსანი აბიტურიენტი ისტორიის გამოცდაზე

78

175-ე სკოლაში ისტორიის გამოცდაზე ერთ-ერთი აბიტურიენტი განსხვავებული ჩაცმულობით მივიდა. როგორც გიორგი ჟუჟუნაშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ჯვაროსნული ლაშქრობები ისტორიის ერთ-ერთი მთავარი თემაა, ამიტომაც თემატურად გადაწყვიტა, გამოცდაზე ჯვაროსნების კოსტიუმით მისულიყო. მისივე თქმით, აღნიშნული პერფორმანსის მიზანი, აბიტურიენტებში სტრესის განმუხტვა იყო.

“ჩაცმულობა ისტორიის გამოცდას დავუკავშირე, რადგან ჯვაროსნები მთავარი თემაა და ტესტებში კითხვებიც მოვიდა. გამოცდებზე დაძაბული სიტუაციაა, ბავშვებიც სტრესში არიან. მეც, რა თქმა უნდა, ნერვიულობის გარეშე არ შევსულვარ, უბრალოდ, ჩემი პერფორმანსით ვეცადე, ბავშვები ცოტა გამემხიარულებინა და თავისუფლად შევსულიყავი.

სანამ გამოცდაზე წავიდოდი, “ნაეკის” ცხელ ხაზზე დავრეკე და გავარკვიე, შემეძლო თუ არა განსხვავებული ფორმით მისვლა და მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. დამკვირვებლების რეაქციაც ჩემს ჩაცმულობაზე იყო ძალიან კარგი. უბრალოდ, ერთი ის იყო, რომ თავიდან დაცვისთვის ახსნა დამჭირდა, რომ ნამდვილად აბიტურიენტი ვიყავი, ადმინისტრაციაშიც დარეკეს და გადაამოწმეს. კორპუსში რომ შევედი, დაცვა ხუმრობდა, მოდი მუზარადით შევუშვათო, მაგრამ მუზარადი და სამკლაურები დავტოვე, დანარჩენი ყველაფერი შემატანინეს. საგამოცდო სექტორში რომ შევედი, დამკვირვებელსაც და აბიტურიენტებსაც გაუკვირდათ, მაგრამ ცუდი რეაქცია არავის ჰქონია. პირიქით, სიტუაცია ცოტა განიმუხტა,“ – ამბობს გიორგი.

როგორც გიორგიმ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მან 155-ე სკოლა დაამთავრა და თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე აბარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები