LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერის ჯექსონი მადონას განასახიერებს?

582

მიმდინარე წლის მარტში მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, პერის ჯექსონი გამოცემა Harper’s Bazaar-ის ფოტოსესიაში გამოჩნდა. 20 წლის გოგონამ მაშინ პოპ-დედოფლის, მადონას იმიჯი მოირგო. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ის მადონას შესახებ პროექტში მთავარ როლზე მიიწვიეს.

პერისი ჯერ-ჯერობით შეთავაზებაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ის მას დათანხმდება, ეს იქნება კარგი საშუალება, დამწყებმა მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს.

ჯერ-ჯერობით საბოლოოდაც არ არის დადასტურებული, გადაიღებენ თუ არა ფილმს, რადგან ცოტა ხნის წინ მადონამ მკაფიოდ გამოხატა პროტესტი მასზე ფილმის გადაღების შესახებ. პოპ-დედოფალმა განაცხადა, რომ ვერასდროს, ვერავინ შეასრულებს მის როლს. პროდიუსერები კი აქტიურად ცდილობენ პერისის დათანხმებას, რადგან მადონას პერისი ძალიან უყვარს და მისი დამოკიდებულება გადაღებებს უფრო შეამსუბუქებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები