LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერუში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, 17 მეშახტეს კი ეძებენ

89

პერუს ერთ-ერთ შტატში, დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 17 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, რამდენიმე ათეული სახლი დაინგრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაშავდა. ადგილობრივი ინტერნეტპორტალის ცნობით, დაკარგული ადამიანები არეკიპას დეპარტამენტში, ჩაპარას რაიონში, შახტაში მუშაობდნენ. ჯანდაცვის მინისტრის, აბელ სალინას ცნობით, დაკარგული მეშახტეების მოსაძებნად შახტისკენ 50 მაშველი მიემგზავრება.

პერუს გეოფიზიკის ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კარაველის პროვინციაში იყო.

სეისმოლოგებმა ცუნამის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები