LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტრო პოროშენკომ უკრაინის დსთ-დან გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი

94

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირიდან გასვლის ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფორმაცია ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„იქ აღარაფერი გვესაქმება, ჩვენ ევროპისკენ ვიწყებთ მოძრაობას“,- დაწერა პოროშენკომ.

უკრაიანა რუსეთთან და ბელორუსთან ერთად დსთ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი წევრი იყო. ორგანიზაციიდან გასვლის სურვილი ქვეყნის ხელისუფლებამ 2014 წელს გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები