LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი მომიტინგეებმა გუშინ ალყაში მოაქციეს

40

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ წევრი, ოლეგ ბარნა, მომიტინგეებმა გუშინ ალყაში მოაქციეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.

ბარნა პარლამენტის სხდომას ტოვებდა, როდესაც მას მომიტინგეები მიეჭრნენ და სამსახურში დაბრუნება მოსთხოვეს. ბარნა ალყის გარღვევას უშედეგოდ ცდილობდა, ვიდრე სიტუაციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, არ ჩაერია.

„ნუ სცემთ მას, გაუშვით,“ – ამშვიდებდა სააკაშვილი მომიტინგეებს და სთხოვდა, დეპუტატისთვის ხელი არ ეხლოთ.

მომიტინგეებმა სააკაშვილის თხოვნა გაითვალისწინეს და ოლეგ ბარნას „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყეს.

„უკრაინსკაია პრავდას“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მომიტინგეები დეპუტატს ხელს ჰკრავდნენ და აფურთხებდნენ. ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე პოლიცია მოვიდა და დეპუტატი ინციდენტის ადგილს გაარიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები