LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიანისტი თათია შარანგია მესამე შვილს ელოდება

3227

მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, თათია შარანგია ორსულად არის. სანდრო შელია და თათია შარანგია, ვაჟს ელოდებიან. ცნობილ პიანისტს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს, სანდრო და ედუჩი. “მიუზიკ ბოქსი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად თათიას დაუკავშირდა, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

– 24 კვირის ორსული ვარ, ბიჭს ველოდებით, სავარაუდო სახელი უკვე შერჩეული გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით.

– საქართველოში დაიბადება თქვენი მესამე შვილი?

– არა, საზღვარგარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები