LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიგმალიონი: ინტერიერის დეკორატიული ნივთები ბავშვებისა და უფროსებისთვის

570

ინტერიერის დეკორატიული ნივთები ბავშვებისა და უფროსებისთვის – ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი ”პიგმალიონი” გამოჩნდა. დეკორატიული ნივთები ხისგან მზადდება და შემდეგ სხვადასხვა მასალით ფორმდება. როგორც ”ფორტუნას” ”პიგმალიონის” დამფუძნებელმა გვანცა მალანიამ განუცხადა, ბრენდი ამ ეტაპზე, ძირითადად, სარკეებს, შანდლებს, საკიდებს, ჟურნალების, გაზეთებისა და წიგნების სათავსოებს ქმნის.

”ამასთან გვაქვს სპეციალურად შექმნილი საბავშვო ხაზი: პატარებისთვის საკიდებსა და წიგნების ჩასადებებს ვამზადებთ. რაც მთავარია, ჩვენი პროდუქცია მათთვის სრულიად უსაფრთხოა, ვინაიდან, ხისგან მზადდება და შემდეგ აბსოლუტურად უსაფრთხო საღებავებით ფორმდება. დეკორატიული ნივთების გასაფორმებლად, საღებავთან ერთად, მეტალსა და სხვადასხვა ქსოვილსაც ვიყენებთ”, – აღნიშნა გვანცა მალანიამ.

მისივე ინფორმაციით, ”პიგმალიონის” ნივთები ბაზარზე სულ ერთი თვეა გამოჩნდა და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპზე დეკორატიული ნივთების რეალიზაცია მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდება. ბრენდს აქვს მიტანის სერვისიც (თბილისის ფარგლებში).

რაც შეეხება სამომავლო გეგემებს, როგორც ”პიგმალიონის” დამფუძნებელი ამბობს, იგეგმება პროდუქციის რეალიზაცია სრულიად საქართველოს მასშტაბით. ”ამასთან გვინდა რომ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი ნივთები, შევქმნათ ახალი პროდუქცია. განსაკუთრებით კი საბავშვო ხაზის განვითარებას ვაპირებთ”, – აღნიშნა გვანცა მალანიამ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ”პიგმალიონის” ინტერიერის დეკორატიული ნივთების მინიმალური ღირებულება 10 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები