LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკის საათებში მეტროს მოძრავი შემადგენლობები 3 წუთიანი შუალედით იმოძრავებენ

80

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობები პიკის საათებში 3 წუთიანი შუალედით იმოძრავებენ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დროის შუალედის შემცირება შესაძლებელი გახდა მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებით, რომლის ფარგლებშიც მეტროს დაემატა ახალი შემადგენლობები.

„მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ ყოველწლიურად 4 ახალი შემადგენლობის დამატებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში მეტრო ერთ-ერთი გამორჩეულად კომფორტული და სწრაფი ტრანსპორტი იქნება თბილისელებისთვის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, 2019-2021 წლებში მეტროს 14 ახალი შემადგენლობა დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები