LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიკოლინოში პიერ კარდენის ბავშვის თეთრეული მიიღეს

753

ბავშვის იტალიური ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ”პიკოლინომ” ზამთრის კოლექცია განაახლა. მაღაზია სხვადასხვა დასახელების პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს ”პიერ კარდენის” ბავშვის თეთრეულსაც სთავაზობს.
როგორც „ფორტუნას“ „პიკოლინოდან“ აცნობეს, უკვე არსებულ პროდუქციასთან ერთად, მაღაზიაში სიახლის სახით წარმოდგენილია ზამთრის დათბილული ფეხსაცმელები (ჩექმები, შუზები, ბოტასები, კედები), სხვადასხვა ბრენდის უძირო ფეხსაცმელები, უძირო ჩუსტები (27-დან 40 ზომამდე), ”დისნეის” ხალათები 4-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე ”პიერ კარდენის” ქალისა და ბავშვის თეთრეული.

”გარდა იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ზამთრის კოლექცია თითქმის სრულად განვაახლეთ, მივიღეთ ”პიერ კარდენის” ბავშვის თეთრეული, კერძოდ, ბოდეები, პირსახოცები, პლედები, საწოლის გამოსაკრავები, ზამთარში ბავშვის გარეთ გასაყვანი თბილი კომბინეზონები”, – განმარტეს მაღაზიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მაღაზიაში წარმოდგენილია 100 ერთეული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია და მათი ღირებულება 11 ლარიდან იწყება.
”ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიუხედავად, შევძელით პროდუქტზე არსებული ფასები შეგვენარჩუნებინა, რადგან მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომი ყოფილიყო”, – აღნიშნეს ”პიკოლინოში”.

 

 

შეგახსენებთ, ”პიკოლინი” 2016 წლის სექტემბრის ბოლოს გაიხსნა და პეკინის N24-ში მდებარეობს. მაღაზია, ძირითადად, საბავშვო პროდუქციაზეა ორიენტირებული. აქ იყიდება მხოლოდ ფეხსაცმლის 200-მდე სახეობა, ამასთან „პიკოლინოში“ მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, 0-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის შეიძინონ სხვადასხვა სახის აქსესუარები, უფრო კონკრეტულად კოლგოტები, წინდები, წინსაფრები, ქუდები, ფაჩუჩები, ასევე თეთრეული მათი საწოლისთვის და სხვა. მაღაზია თავისი კონცეფციით საკმაოდ ინოვაციურია – საბავშვო პროდუქციასთან ერთად „პიკოლინოში“ უფროსებისთვის საცვლებიც იყიდება.
„პიკოლინო“ ექსკლუზიურად თანამშრომლობს რამდენიმე იტალიურ ქარხანასთან, საიდანაც პროდუქციის იმპორტს ახორციელებს. მაღაზიას ასევე ექსკლუზიური პარტნიორობა აკავშირებს ”პიერ კარდენთანაც”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები