LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიონჩანგში პრობლემებია: აქეთ ინფექცია, იქით ზედმეტი სიცხე

45

პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების სამსახურის 1200-ზე მეტი თანამშრომელი ნაწლავური ინფექციით დაავადდა, – წერს სააგენტო AFP. აქედან 41 ადამიანი საავადმყოფოში გულისრევის სიმპტომებით მოათავსეს. ექიმებმა ნოროვირუსის (კუჭ-ნაწლავის ინფექცია) დიაგნოზი დასვეს. ეს ვირუსი წყლით ან საკვებით გადადის.

ყველა დაზარალებული არა ოლიმპიურ სოფელში, არამედ, ახალგაზრდულ ცენტრში ცხოვრობდა.

მედიის ცნობით, 1200 თანამშრომელს დროებით ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ შეუძლია. მათი ადგილი 900-მა ჯარისკაცმა დაიკავა.

 

 

გარდა ამისა, სათხილამურო რბოლების ჩატარებას საფრთხე დაემუქრა. საქმე ისაა, რომ 2018 წლის ოლიმპიადის დედაქალაქში ტემპერატურა მინუს 22 გრადუსია, ეს კი ზღვრული მაჩვენებელია შეჯიბრის ჩატარებისთვის.

სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანფრანკო კასპერმა განაცხადა, რომ თუ ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსზე ქვემოთ ჩამოვა, სათხილამურო რბოლების გაუქმების საკითხი დადგება დღის წერიგში.

ფედერაციას აქვს წესი, რომლის მიხედვითაც, 22 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე სათხილამურო რბოლები, შესაძლოა, არ გაიმართოს. გადაწყვეტილება რბოლის დირექტორმა ან ექიმებმა უნდა მიიღონ.

პროგნოზის მიხედვით, ოლიმპიადის სტარტისთვის პიონჩანგში ამინდის ოდნავი გაუმჯობესებაა ნავარაუდევი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები