LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიპა მიდლტონის ქორწილის მოსაწვევებზე ქეითმა იზრუნა

215

გასულ შაბათს, დიდ ბრიტანეთში წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი გაიმართა. კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონი ცოლად ფინანსისტ ჯეიმს მეთიუზს გაყვა. ცერემონია ნამდვილად შთამბეჭდავი გამოვიდა და ის საკმაოდ ლამაზად და გემოვნებიანად იყო გაფორმებული, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან ქორწილისთვის მზადება თითქმის ერთი წელი მიმდინარეობდა.

ამჯერად ცნობილი ხდება, რა აჩუქა მიდლტონმა უმცროს დას – როგორც გაირკვა, მოსაწვევებზე არსებული ნახატის ავტორი სწორედ პრინცის მეუღლე გახდა. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტში ის ხელოვნების ისტორიას ეუფლებოდა და ამჟამად ბაკალავრის ხარისხი აქვს. ამას გარდა, ქეითი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მიმდინარე წლის იანვარში ქეითი დიდი ბრიტანეთის სამეფო ფოტოგრაფთა გაერთიანების წევრი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მისი წევრები ისეთი ლეგენდარული ფოტოგრაფები არიან, როგორც ენი ლეიბოვიცი და დევიდ ბეილი არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები