LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიპა მიდლტონისა და ჯეიმს მეთიუზის ქორწილი, შესაძლოა, ჩაიშალოს

75

20 მაისს კეიტ მიდლტონის უმცროსი დის, პიპა მიდლტონის ქორწილი გაიმართება, რომლისთვისაც მზადება ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. პიპა და ბიზნესმენი ჯეიმს მეთიუზი გრანდიოზული ცერემონიის გადახდას გეგმავენ, რომელსაც 400 სტუმარი დაესწრება, მათ შორის, ბუნებრივია, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ქორწილი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩაიშალოს.

მიზეზი არა საქმროსა და საცოლეს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, არამედ მეთიუზის ბიზნესია – ჯეიმსი ფინანსურ კრიზისს განიცდის. ქორწილის მოსამზადებელ პერიოდში კი თვეში მისი ხარჯები დაახლოებით 400 ათას დოლარს უტოლდება. ინსაიდერების თქმით, კრიზისის გამო წყვილმა, შესაძლოა, უარი თქვას თაფლობის თვეზე, რომელიც კუნძულ სენტ-ბარტსზე იგეგმებოდა.

შეგახსენებთ, რომ წყვილს ნიშნობა გასულ ზაფხულს ჰქონდა, მანამდე ისინი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები