LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიპა მიდლტონს საკუთარ ქორწილში მეგან მარკლის ნახვა არ სურს

107

კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის და, პიპა მიდლტონი მიმდინარე წლის მაისში ცოლად ჯეიმს მეთიუზს გაყვება.

ცნობილი ხდება, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მას პრინც ჰარის რჩეულის, მეგან მარკლის ნახვა არ სურს. მიზეზი კი მარტივია: პიპას არ უნდა, რომ ცერემონიაზე მათზე მნიშვნელოვანი წყვილი იყოს და დარწმუნებულია, რომ ჰარისა და მეგანის ტანდემი მას და ჯეიმსს დაჩრდილავს. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრინცი და მისი საყვარელი ქალი გასულ კვირას იამაიკაში ქორწილში იმყოფებოდნენ, სადაც მთელი ყურადღება არა ახლადდაქორწინებულებზე, არამედ ამ უკანასკნელებზე გაკეთდა.

სპეციალურად ამ გადაწყვეტილებისთვის პიპამ წესებიც შეცვალა, რომლის მიხედვითაც თუ წყვილი დაქორწინებული ან დანიშნული არ არის, ისინი ქორწილში მისვლას ერთად ვერ შეძლებენ.

რაც შეეხება ნიშნობას, ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი აგვისტოში, მსახიობის 36-ე დაბადების დღეზე დაინიშნებიან, ქორწილი კი მომავალ წელს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები