LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირადი მცველი: ნეიმარმა დაცვა დაიქირავა

57

“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულმა ნეიმარმა პირადი მცველი აიყვანა.

როგორც Bleacher Report წერს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის უსაფრთხოებაზე იზრუნებს UFC-ის მებრძოლი ნორდინ ტალები, რომელსაც MMA-ის წესებით 17 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. 36 წლის კანადელს მოგებული აქვს 13 ბრძოლა და წაგებული – ოთხი.

გასულ უქმეებზე ნეიმარს დებიუტი ჰქონდა პსჟ-ის შემადგენლობაში. ბრაზილიელმა პირველ მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები