LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირბადიანი ძეგლები თბილისში – იდეის ავტორი უცნობი რჩება

114

თბილისში ყველა ძეგლი დღეს დილიდან პირბადეს“ატარებს“. ჯერჯერობით უცნობია ვის უკავშირდრება ძეგლების „შენიღბვის” იდეა.

როგორც “ფორტუნას“ თბილისის მერიში განუცხადეს, მსგავსი ნებართვები დედაქალაქის მთავრობაში არ გაიცემა და მიმდინარეობს საკითხის გარკვევა.

ჩვენი ინფორმაციით  ძეგლბზე ნიღბის მორგების კამპანია არ უკავშირდება არც გრიპის პრევენციას. კამპანიაზე “პასუხისმგებლობას არ იღებს” გარემოს დაცვის სამინისტროც.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსიის მიხედვით, აქცია ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება, იდეის ავტორი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები