LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პირდაპირ ეთერში მოწიონ, უფრო გავერთობით“ – გამოხმაურებები „გირჩის“ ახალ ინიციატივაზე

38

ახლახან პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი. თუკი 31 დეკემბრამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა არ შერბილდება, 31 დეკემბერს, 23:59 საათზე, „გირჩის“ წევრები ოფისში მარიხუანას დარგავენ. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

სიახლეს სოცქსელში დიდი მხიარულებით შეხვდნენ. „დარგვა რა მაფიაა, პირდაპირ ეთერში მოწიონ, უფრო გავერთობით“, წერს ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი. პიარის სპეციალისტი, თეონა ბაღდავაძე აღნიშნავს, „თუ ცხოვრებაში ჩადენილი სულელური საქციელის გამო შეგრცხვენიათ, გახსოვდეთ, რომ ამ ხალხს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდოდა შესვლა…“

ინგა გრიგოლია: „ზურა ჯაფარიძე, შენც დაგიჭერენ, ჩვენც დაგვიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ…“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ყველა არჩევნების წინ, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია საუბრობს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებაზე და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირიქით აკეთებენ.

ასე იყო ნაციონალების დროს. ასე მოხდა ახლა. ასე მოხდება მანამ, სანამ არჩევნებამდე არ ვაიძულებთ, შეცვალონ კანონი.

მარიხუანის მოწევის გამო, მაიმუნებს ზოოპარკში აღარ სვამენ გალიაში, ადამიანს ციხეში კი არა.

ნუ, იძულებითი ტომოგრაფია, არის უპრეცედენტო ცოცრობა, რომელიც ისევ ამ ქვეყანაში მოხდა.

შესაბამისად, მივესალმები #გირჩისაქციას#მეტითავისუფლება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები