LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირდაპირი ჩართვები ოპერაციიდან: ინოვაში კონფერენცია ტარდება

375

კლინიკა “ინოვაში” დღეს კონფერენცია – „ ენდოპროტეზირების ორმაგი მობილობის თანამედროვე მიდგომები“ ტადრება. როგორც ”ფორტუნას” ”ინოვადან” აცნობეს, კონფერენციას ესწრება სენტ-ეტიენის უნივერსიტეტის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ფრედერიკ ფარიზონი, რომელიც წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „ორმაგი მობილობა – შექმნის ისტორია და პრაქტიკაში გამოყენება პირადი მაგალითების საფუძველზე“. კონფერენციაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ პირდაპირ ეთერში თვალი ადევნონ ჩართვებს ოპერაციებიდან, რომელსაც ტრავმატოლოგები ფრედერიკ ფარიზონი და რამაზ აღლემაშვილი ჩაატარებენ. კონფერენციაში, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ „ინოვას“ ოპრთოპედ -ტრავმატოლოგები: გიორგი ჭელიძე და ირაკლი კაჭკაჭაშვილი.

როგორც ”ინოვაში” აცხადებენ, სენტ-ეტიენის უნივერსიტეტში, ჟილ ბუსკეს ხელმძღვანელობითა და ფრედერიკ ფარიზონის მონაწილეობით შემუშავდა ენდოპროთეზების ახალი კონცეფციები, მათ შორის მენჯ-ბარძაყის სახსრის ორმაგი მობილობის ენდოპროთეზი. მისი გამოყენებით, საქართველოში, კლინიკა „ინოვაში“, თითქმის 2 წელია წარმატებული ოპერაციები ტარდება. ორმაგი მობილობის იმპლანტით გაკეთებული ოპერაციის შემთხვევაში, პაციენტებს დროთა განმავლობაში სრულიად ეხსნებათ ტკივილი და უბრუნდათ ანატომიური მოძრაობის საშუალება ნორმალური, აქტიური ცხოვრების გასაგრძელებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები