პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები – წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები

პოპულარული

პირით სუნთქვა, შავი ნადები  და პრობლემური სარძევე კბილები – წამყვანი სტომატოლოგების რეკომენდაციები

პირით სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა ბავშვებში, რომელიც ბევრ დაავადებაზე მიუთითებს და ასევე, უამრავი პათოლოგიის პროვოცირებას ახდენს, მათ შორის პირის ღრუში. რა უნდა ვიცოდეთ პირით სუნთქვის შესახებ, რატომ ჩნდება შავი ნადები კბილებზე ადრეულ ასაკში, უნდა ვუმკურნალოთ თუ არა სარძევე კბილებს და როგორ გავაჩეროთ ცელქი ბავშვები სტომატოლოგის კაბინეტში – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდემტმა, ნინო ბერიძემ ასევე ბავშვთა თერაპევტმა და ორთოდონტმა, ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდემტმა, ელენე ხარაშვილმა ისაუბრეს.

ნინო, საუბარი მინდა დავიწყოთ ბავშვთა სტომატოლოგების  მეორე საერთაშორისო კონგრესის შესახებ.  რა მნიშვნელობის იყო ეს კონგრესი, რა ძირითად თემებზე იყო საუბარი?

4 ნოემბერს ჩატარდა  ბავშვთა სტომატოლეგების ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. კონგრესი საკმაოდ რეზონანსული იყო და მასში 300-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა. კონგრესში მონაწილეობნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე ავსტრიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და  სომხეთიდან. კონგრესის ძირითადი თემა იყო უმტკივნეულო სტომატოლოგია ბავშვებში. მთავარი მომხსენებლის, ოსმან ვერნერის თემა სწორედ ამას ეძღვნებოდა. „ჰიპნოზი ბავშვთა სტომატოლოგიაში”, ეს არის უნარი რომლის გამოყენებითაც ექიმს უმარტივდება ბავშვებთან მუშაობა და მასთან კომუნიკაცია და როგორც წესი, წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ვიმსჯელეთ მალხენის გამოყენებაზე ბავშვთა სტომატოლოგიაში და სარძევე კბილების რესტავრაციის თემაზე. მოგეხსენებათ, რომ სარძევე კბილებს არა მარტო მშობლები, ექიმებიც ნაკლებად სერიოზულად უყურებენ. აღმოჩნდა, რომ სარძევე კბილებს ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია,  მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკური ფუნქციაც. კონგრესზე ასევე განხილული იყო ორსულთა სტომატოლოგიური დაავადებების მენეჯმენტი და სხვა.

ელენე, პირით სუნთქვაზე რომ ვისაუბროთ,  რა მიზეზით შეიძლება ბავშვი პირით სუნთქავდეს და მეორეს მხრივ, რა გართულებები და პრობლემები შეიძლება ამას მოყვეს პირის ღრუში?

სამწუხაროდ, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მოიმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებიც პირით სუნთქავენ. ხშირად ეს უბრალოდ ჩვევად მიაჩნიათ და ჩვენ, სტომატოლოგები პაციენტის ვიზიტის დროს აღმოვაჩენთ, რომ ბავშვი პირით სუნთქავს.  ასეთ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ალერგიები, რესპირატორული დაავადებები, აქვთ ადენოიდები, ტონზილები. პირით სუნთქვა მიეკუთვნება მავნე ჩვევების ჯგუფს. როდესაც პირით სუნთქვის დროს პირი ღიაა, ბავშვი ვერ სუნთქავს ცხვირით. შედეგად კი, ხდება ყბების არასწორი მიმართულებით ზრდა. უფრო გასაგებას რომ ვთქვათ, ყბები უფრო შევიწროებულია, დარღვეულია როგორც ღეჭვის ფიზიოლოგირი პროცესი, ასევე ყლაპვის. ყლაპვის პროცესის დარღვევა კი იწვევს ენის არსწორ მდებარეობს. ზუსტად ეს აპროვოცირებს იმას, რომ ყბები არასწორად ვითარდება ბავშვებში. ამ დროს მნიშვნელოვანია ბავშვების ორთოდონტიული მკურნალობა ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოს. იმისათვის რომ გავაუმჯობესოთ ცხვირით სუნთქვა, უნდა ვიპოვოთ მიზეზი, რის გამოც პაციენტი პირით სუნთქავს. მიზეზის მოსაძებნად პაციენტის შესწავლა რენდგენოლოგიურად და კლინიკურად  ხდება და მხოლოდ  კომპლექსური მიდგომით ხდება მკურნალობის კურსის შერჩევა. ოტოლარინგოლოგებისა და ალერგოლოგების მულტიდისციპლინური მიდგომა მნიშვნელოვანია, ადრეულ მომართვიანობას კი უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს.

ნინო, რა უარყოფითი გავლენის მოხდება მაწოვარას გამოყენება გვიან ასაკამდე, მაგალითად 3 წლამდე?

ეს ჩვევა მოქმედებს თანკბილვაზე და ყბების ზრდის დეფორმირებას იწვევს. განსაკუთრებით როდესაც  ეს ჩვევა არის ხანგრძლივი. თუ ბავშვს 5 წუთი უდევს მაწოვარა, ეს არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ყბების ზრდის მიმართულებაზე, მაგრამ თუ ბავშვს მაწოვარა ღამე, რამდენიმე საათი უდევს გადაბმულად და ხდება მაწოვარას ან თუნდაც თითის წოვა, ეს აუცილებლად გამოიწვევს ყბების ანომალიურ ზრდას. თუ ბავშვს მაწოვარას ჩვევა აქვს წელიწად ნახევრამდე, 3 წლამდე პროცესი თვითრეგულაციას განიცდის და ჩვენი დახმარება მას არ სჭირდება. თუ მაწოვარას მოხმარება გრძელდება  3 წლის ზემოთ,  სასურველია ჩავერთოთ სტომატოლოგები. ამ დროს კეთდება სხვადასხვა სახის აპარატები  და მხოლოდ დიაგნოსტირების შემდეგ ვწყეტთ, რა არის საუკეთესო ამ პაციენტისთვის. ერთის მხრივ, რომ ბავშვმა  მავნე ჩვევას თავი დაანებოს და მეორეს მხრივ, ყბები ნორმალურ რეჟიმში განვითარდეს.

ელენე, ამბობენ რომ ადრეულ ასაკში შავი ნადები კბილებზე მკურნალობას არ საჭიროებს და გაწმენდამ შესაძლოა ემალის დაზიანებაც კი გამოიწვიოს

მინანქარს არ აფუჭებს ჰიგიენა, მინანქარს აფუჭებს ის, რომ არ გვაქვს არც პირადი და არც პროფესიული ჰიგიენა. როდესაც ჯაგრისს  აწერია 0-დან 3-წლამდე, ესეიგი იგულისხმება, რომ ამ პერიოდში უნდა გამოვაყენებინოთ და არა 6 და 8 წლის შემდეგ დავიწყოთ ჰიგიენაზე ზრუნვა. შავ ნადებს იწვევს აქტინომიცეტის ჭარბი რაოდენობა ნერწყვში. ეს არ არის რომელიმე მინერალის დეფიციტით გამოწვეული. უამრავი მითია ამასთან დაკავშირებით, მაგალითად ამ ნადებს ჰელმინთებს უკავშირებენ. შავი ნადების მედიცინური სახელწოდება არის პრისლის ნადები, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში აქტიურდება იმიტომ, რომ ემთხვევა კბილების ამოჭრას. ის  უნდა მოშორდეს, რადგან ამ ნადებზე ხდება  ბაქტერიული ნადების აკუმულირება და გარშემო ცირკულარულ კარიესებს ვიღებთ. მიზეზი კი ისაა, რომ ნადებმა კბილის მინანქარს დაცვითი მდგომარეობა დაუკარგა. პრისლის ნადები და შავი ნადები ატარებს განმეორებით ხასიათს, მაგრამ ამის მოშორება ყველა ჯერზე აუცილებელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ შემდეგ შემთხვევაზე ის არის ბევრად ნაკლები. ის რომ ნადებს არ სჭირდება მოშორება, ისეთივე მცდარი მითია, როგორიც მითი იმის შესახებ, რომ სარძევე კბილს არ ჭირდება მკურნალობა.

მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგთან პირველადი კონსულტაცია  მოხდეს ბავშვის პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ.  რეალურად ეს მშობლის დენტალური განათლების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის, კვების და პროფილაქტიკური ვიზიტის  მნიშვნელობის გაზრდას. ხდება მშობლის ინფორმირება, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი, რომ მისი ბავშვის პირი ღრუ არ იყოს კარიესით დასნებოვნებული ან არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა.

ჩვენ ვაფრთხილებთ მათ მავნე ჩვევებზე ანუ პირველი ვიზიტი ეძღვნება პაციენტის და მშობლის დენტალურ განათლებას. პროფესიული და პროფილაქტიკური ვიზიტების მნიშვნელობა დიდია, ასეთ დროს ხდება  პირის ღრუს დათვალიერება. ეს პროცედურა  ბევრად კომფორტულია, რადგან არ არის ტკივილი, ბავშვისთვის სტომატოლოგიური პროცედურა დადებითი პროცესი ხდება და ნეგატივთან არ ასოცირდება.

ნინო, საინტერესოა აუცილებელია თუ არა კარიესის მკურნალობა მაშინ, როდესაც ეს კბილი მაინც ამოსაღებია?

ბუნება ადამიანს შემთხვევით არაფერს აძლევს. იგივეა სარძევე კბილებიც, რომელთაც აქვთ შემდეგი ფუნქციები: ჩაკბეჩა, ღეჭვა, მეტყველება, ყლაპვა და ა.შ. ამას გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სარძევე კბილები მუდმივ კბილებს უნახავს ადგილს, რათა მოხდეს მათი ფიზიოლოგიურად ამოჭრა და მუდმივი კბილებისთვის რკალში იდეალური სივრცე იყოს. როდესაც სარძევე კბილი იკარგება ნაადრევად,  მუდმივ კბილებს ადგილი არ აქვთ და ორთოდონტიულ პრობლემას ვიღებთ, ამ პრობლემებს კი წლები ვუმკლავდებით. ეს არის მშობლის ინვესტიცია ბავშვის ჯანმრთელობის საქმეში. სარძევე კბილებს უნდა გავუფრთხილდეთ იმისათვის, რომ  10-11 წლის შემდეგ ჯანრთელი კბილის ღრუ გვქონეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან არ დაემთხვეს ტკივილს. როგორც ნებისმიერი მშობელი ირჩევს პედიატრს დაბადებიდან, იგივენაირად უნდა აირჩიოს ბავშვის სტომატოლოგი და  რეკომენდაციებისთვის და რჩევებისთვის მას მიმართოს. შედეგად ტკივილთან დაკავშირებული ვიზიტი შეიძლება ბავშვს არც დასჭირდეს. ბევრი რამე მშობელზეა დამოკიდებული და მათ ამაზე დიდი ყურდღება უნდა გაამახვილონ.  დღევანდელი მკურნალობა არ არის დაკავშირებული ტკივილთან, კეთდება ანესთეზია. ხშირად მშობლებს აქვთ ფობიები, ყვებიან ბავშვობაში როგორი მტკივნეული იყო მათთვის სტომატოლოგთან ვიზიტი.  რეალურად კი ბავშვმა, რომელსაც არ ჰქონია შეხება სტომატოლოგთან, არ იცის, რა პროცესია ეს და შესაბამისად არც ეშინია. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განწყობას შევუქმნით მათ ვიზიტამდე. პროფილაქტიკური ვიზიტები და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. არასწორი ჰიგიენა არის დამღუპველი და დიდ გავლენას ახდენს იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც შეიძლება ძალიან კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.

ელენე, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს კარიესი, უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ მას მომავალში, მუდმივ კბილებზე მიდრეკილება ექნება კარიესისკენ?

ასე ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია კარიესულ პირის ღრუში, სწორედ კარიესულ ფონზე არ ამოიჭრას მუდმივი კბილები. ხშირად როდესაც არის თანკბილვა და მუდმივი კბილი საღეჭი კბილის უკან ამოიჭრება, მშობლებს ის ისევ სარძევე კბილი გონიათ. აქედან გამომდინარე, კარიესულ პირის ღრუში ამოჭრილი მუდმივი კბილები, 6-8 წლის ასაკში აქტიურად არიან ამ ფლორაში და უყურადღებობის გამო ხდება ამ კბილების გაფუჭება. ამიტომ მუდმივი მეექსვე კბილები ხშირად არიან კარიესული დაზიანებებით. სარძევე კბილების მკურნალობა სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, მიზეზი კი არის ის, რომ 5 წლამდე არ მიაჩნდათ პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვნად. ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბავშვმა კბილების გამოხეხვა 6 წლიდან უნდა დაიწყოს.

პირველი კბილის ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის პერიოდიდან, მშობლის მიერ ორსულობის დროს  გადატანილი ინფექციები, ბავშვის 2 წლის ასაკამდე არსებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აისახება კბილების ჩანასახოვან პრობლემებზე. ასევე კბილების მაგარ ქსოვილებზე  ცუდად მოქმედებს ტოქსიკური ორსულობა, მიღებული მედიკამენტები. ხშირად ადრეული კარიესის გამომწვევი მიზეზი კვების რეჟიმია, რაციონში შემავალი დამტკბარი სითხეები,  ნახშირწლების რაოდენობა ახალ ამოჭრილ მინანქარს აზიანებს. პირველი მომართვიანობისას,  როდესაც ხდება მშობლის დენტალური განათლება, მას ვეუბნებით, რომ არ მისცენ ბავშვს დამტკბარი სითხეები მაწოვარით, განსაკუთრებით ღამის საათებში.  ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება  1,5 წლიდან დალიოს ჭიქით,  ეს ხომ სტანდარტულ ყლაპვის ტიპსაც აყალიბებს. დამღუპველია ცმუცნაობები კვებებს შორის, ორცხობილები, საწუწნი კამფეტები, შოკოლადები. ჯამში ამ ყველაფერს ჰიგიენა ვეღარ ერევა. არის შემთხვევები, როდესაც საღამოს ჰიგიენის შემდეგ მშობლები ბავშვებს აძლევენ ორცხობილებს და დამტკბარ რძის ნაწარმს.

ნინო, მიზანშეწონილია თუ არა სარძევე კბილების მოცვლა სახლის პირობებში?

როდესაც სარძევე კბილს ფესვი განლეული აქვს,  მისი ამოღება სახლის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც მიმაგრება ღრძილოვან ნაწილზეა, მოცვლა ხშირად ემთხვევა მაგარი საკვების ჩაკბეჩას ან დაღეჭვას და ბავშვები მარტივად იცვლიან ასეთ კბილებს. თუ სარძევე კბილს არ აქვს ფესვი გაწოვილი, ან ის ნახევრამდეა გაწოვილი, მყარად ზის ბუდეში და მისი სახლში ამოღება პრობლემატურია, ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა. ამ დროს უნდა გაკეთდეს ჩვეულებრივი ექსტრაქცია ადგილობრივი ანესთეზიით. ასეთ დროს ჭრილობა ღრმაა და ინფექციის შეტანის ალბათობაც ძალიან დიდია.

 ელენე, რომელი ტკბილეულია უფრო მავნე კბილებისთვის?

თუ ჩვენ ახალშობილ ბავშვს მზის დამცავის გარეშე არ ვსვამთ მზეზე, რატომ გადავწყვიტეთ, რომ 2 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ ჩუპა ჩუპსი,  საწუწნი კარამელის კამფეტი, ჟელიბონები და ის ტკბილეული, რომელიც საკმაოდ დიდი ხნით რჩება პირის ღრუში. ამის გაგება ჩემთვის ცოტა რთულია.

როდესაც ბავშვები კამფეტს  30 წუთის განმავლობაში წოვენ, ხდება ნახშირწლების იმხელა კონცენტრაცია, რომ  შეუძლებელია პირის ღრუს PH ამას მოერიოს. ამას გარდა ბავშვები ხშირად კვნეტენ კანფეტებს და ისეთი ხმა ისმის, რომ ხვდები, მან რაღაცეები მოიტეხა. საერთაშორისოდ გავრცელებული ამბავია, რომ სტომატოლოგებისთვის დიდი სპონსორები ბებიები და პაპები არიან, რომლებიც დიდი ოდენობით კამფეტებს ყიდულობენ. მე ვთვლი, რომ დღეში ერთი სახის ტკბილეულიც ბევრია, მაგრამ ზოგი იმდენს მიირთმევს, რომ ვეკითხები, რამდენია ცოტა? აუცილებელია კონცენტრაცია განეიტრალდეს და თუ დავინახეთ, რომ ბავშვი  20 წუთია კამფეტს ჭამს, იქნებ ის წყალით მაინც გავანეიტრალოთ, ანუ მნიშვნელოვანია, რომ პატარამ ჭარბად დალიოს წყალი. კვებისგან გამოწვეული კარიესის 80 %  ჭარბი ნახშირწყლების მიღებაზე მოდის. ბავშვები რომლებიც მრავლობითი კარიესებით მოდიან, მათ რაციონში დიდი რაოდენობით საწუწუნი კანფეტებია. მშობლებს ჰგონიათ, რომ შოკოლადი უარესია, არადა შოკოლადი ბევრად მალე ნეიტრალდება პირის ღრუში ვიდრე საწუწნი კანფეტები. ტკბილი არ არის სასარგებლო და პედიატრებიც ხშირად ამბობენ, რომ მოიმატა ბავშვების და თინეიჯერების რაოდენობამ, რომლებსაც დიაბეტი აქვთ. ეს კი იმის ბრალია, რომ  საკვები დატვირთულია ნახშირწყლებით.

ნინო, შეიძლება თუ არა, რომ კარიესი  ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად მაინც გაჩნდეს?

რა თქმა უნდა არსებობს გენეტიკური განწყობა, როდესაც მშობლებს ჰქონდათ ხშირი კარიესული ღრუები. ამ დროს შესაძლებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, მხოლოდ სახლის ჰიგიენა არ არის საკმარისი. უნდა მიაკითხონ სტომატოლოგს და ის გადაწყვეტს  და დანიშნავს კბილების ფტორირების პროცედურას, რომელიც გააძლიერებს კბილს და  მის დაცვით ფუნქციას გაზრდის. ეს ძალიან კარგი საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პრევენცია, პაციენტი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მშობლებმა უნდა იმეგობრონ სტომატოლოგებთან.

ნინო, ხშირად მშობლები თავს არიდებენ სტომატოლოგთან ვიზიტს იმის გამო, რომ ბავშვს ექიმის კაბინეტში გაჩერება გაუძნელდება. რა პასუხი გვაქვს მშობლებისთვის, ვისაც ცელქი, ჰიპერაქტიური,  ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვები ჰყავს?  

ჩვენ არასოდეს ვიწყებთ პირველ პროცედურას პირველ ვიზიტზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურები თავიდან იყოს გაცნობითი ხასიათის, ექიმმა გაიცნოს პაციენტის ფსიქოტიპი, მიხვდეს, როგორ უნდა მიუდგეს მას ინდივიდუალურად. როდესაც მშობელი ამ ყველაფერს, რაც თქვენ ახსენეთ, აჟღერებს ბავშვის თანდასწრებით, ის ბავშვი არასოდეს არ დაჯდება მშვიდად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მივიდეს ბავშვამდე, ზოგ მშობელს ოთახის დატოვებასაც ვთხოვთ, იმდენი ემოცია აქვთ ხოლმე. ჩვენთან პირველ ვიზიტზე  შეიძლება ბავშვი კაბინეტშიც არ შევიყვანოთ, უბრალოდ გავიცნოთ. ჩვენთან, როგორც იცით ორთოდონტიული ცენტრია და პაციენტები ბრეკეტების თემაზე თვეში ერთხელ მოგვმართავავენ,  ვთხოვთ ხოლმე მათ და ან ძმა მოიყოლონ, დაანახონ, რომ ეს პროცესი არანაირ ტკივილთან და არასასიამოვნო პროცედურებთან არ არის დაკავშირებული. საკმაოდ ხშირია, როდესაც პაციენტს და, ან ძმა ელოდება,  უყურებს მას, ძალიან ერთობა, შემოდის კონტაქტში და მას არანაირი შიში არ აქვს მანიპულაციის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

რჩევები /

|

8 ნოემბერი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                    [2] => nino-beridze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 304197
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                    [2] => nino-beridze
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 304197
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                    [2] => nino-beridze
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => elene-kharashvili
                                    [2] => nino-beridze
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (304197) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (28829,22948,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 301719
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-11-02 11:27:05
                    [post_date_gmt] => 2018-11-02 07:27:05
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ჰიპერტონუსის, მღვრიე წყლების, კისრის ნაოჭისა და ზრდაში შეფერხების სინდრომის შესახებ. რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის სხვადასხვა ვადზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა და რამდენად ინფორმატიულია ის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრა.

რამდენჯერ უნდა მიაკითხოს ორსულმა ექიმ რადიოლოგს 9 თვის განმავლობაში და რატომ არის ეს ვიზიტები აუცილებელი?

ექიმ რადიოლოგს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ კვირაში უნდა მიაკითხოთ, რათა ორსულობა დადასტურდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია. თუ პაციენტი ნაკეისრალია, ნაწიბურთან მიმართებაში უნდა ვნახოთ, რა ადგილზეა სანაყოფე პარკი, ჩასულია თუ არა ღრუში,  არის თუ არა ჰემატომა. ანუ პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3- დან 4 კვირის ვადაზე. შემდეგი ვიზიტი ორსულს 6-7 კვირის ვადაზე უწევს, როდესაც ემბრიონს  უკვე გულისცემა აქვს. ვაფასებთ  სანაყოფე პარკის ფორმას, ებრიონის გულისცემას და ზომას, ასევე ვნახულობთ, არის თუ არა ჰემატომა. შემდეგ უკვე 12-13 კვირაზე ვაფასებთ კისრის ნაოჭს, ასევე ნაყოფის ორგანოებს, ხერხემალს, ძვლების სისტემას, ცხვირის ძვალს და ამ ვადაზე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რადგან სხვა დროს ეს არ არის შესაძლებელი. 16 კვირაზე, მეოთხე ვიზიტის დროს ვამოწმებთ როგორ გაიზარდა ნაყოფი, როგორ განვითარდა მისი ორგანოები და ასევე, უკვე გვაქვს გულის მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. შემდეგ ვიზიტზე, 19-20 კვირის ვადაზე ხდება ორგანოების და ზრდის შეფასება, ნაყოფის ზომის, პლაცენტის მიმაგრება, საშვილოსნოს ყელის და ზოგადად, ორსულობის მიმდინარეობის ანალიზი. შემდეგში 24, 30 , 36 კვირაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვიზიტებია და ამ ვადებზე ვნახულობთ  უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფის ზრდა-განვითარებას, ფიზიოლოგიას, ვადგენთ, როგორ ვითარდება და როგორ მიდის ორსულობა. მხედველობასა და სმენას ექოსკოპია ვერ აფასებს. რაც ეხება ანატომიას, ყველაფერს სათანადოდ ვნახულობთ.



დღემდე ბევრს სჯერა, რომ რადიოლოგიური კვლევა ხშირად რეკონედებული არაა და ის ნაყოფის „დასხივებას“ იწვევს...

ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად გაკეთებულ ექოსკოპირ კვლევებს, ვიდრე გეგმიურად ექიმის მიერ დანიშნულს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ორსულებზე ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.  ზოგს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, მეგობარმა, მეზობელმა რაღაც უთხრა აღელვებული მოდის და გთხოვს, რომ გულისცემა მაინც მოასმენინო. მისთვის ეს ერთი ექოსკოპია ბედნიერი ერთი კვირის ტოლფასია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ის ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პროცედურა, მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა რაიმე უარყოფითს იწვევს.

12-13 კვირაზე ხდება კისრის ნაოჭის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ. მაშინ რატომ ხდება აუცილებელი  გენეტიკური კვლევების ჩატარება?

12-13 კვირაზე კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა არის აუცილებელი. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია.  კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3,  მაგრამ შეიძლება იყოს 3,5,  4,  4,5 და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ტესტები, ორმაგი,  სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი,  რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.



 

რაზე მიუთითებს მღვრიე წყლები ორსულობისასას? 

რეალურად არც ერთ წიგნში და სახელმძღვანელოში მღვრიე წყლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. არცერთ ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოში არ წერია როგორია ის, სად ჩანს და რანაირად. რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო ბევრ რამეს ვხედავთ ეკრანზე, ამიტომ ამის შეფასება არ იქნება სწორი, რადგან გამოიწვევს დამატებით მედიკამენტების დანიშვნას და ექიმი შესაძლოა, შეცდომაში შევიყვანოთ. ბევრჯერ ყოფილა, უმშობიარიათ, ექიმ რადიოლოგს ეგონა, რომ იყო მღვრიე წყლები  და აღმოჩენილა, რომ  წყალები აბსოლუტურად სუფთაა. ასევე ყოფილა პირიქითაც. ჯობია ასეთი შეფასებები რადიოლოგებმა თავიდან ავიცილოთ. არ არსებობს მღვრიე წყლების შეფასება, სიმართლე ესაა.

ორსულებს ყველაზე მეტად აშინებთ ჰიპერტონუსი. რისი მანიშნებელია ეს მდგომარეობა ექიმ რადიოლოგისთვის და რა  გამოსავალი არსებობს ასეთ დროს? 

პაციენტი თვითონ უნდა მოვიდეს ამ ჩივილით, რადგან ეს არის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის დამოკლება. ტონუსის მიზეზი შეიძლება იყოს სიმძიმის აწევა, ნერვიულობა და სტრესი, გადაღლა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ძალიან ადვილად იკუმშება კუნთი და პაციენტს აქვს ჩივილი, მუცლის დაჭიმულობა. როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის,  ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გამოიწვია თუ არა ჩივილმა საშვილოსნოს ყელი დამოკლება. თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, პაციენტი გადამისამართდება თავის ექიმთან, რომელიც მიიღებს გარკვეულ ზომებს.  ორსული ქალბატონი თვითონ უნდა დაუკვირდეს თავის ორგანიზმს, რა შეუძლია და რა არა, არ უნდა მიიყვანოს თავი მუცლის დაჭიმვის მდგომარეობამდე. იმდენი არ უნდა ისეირნოს, რომ დაიჭიმოს მუცელი.
ჯობია გარშემომყოფები მივეხმაროთ ორსულს, რომ არ აწიოს მძიმე, მივეხმაროთ ქუჩაში, ყველაზე დაუცველები სწორედ ორსულები არიან და ყველაზე მეტი დახმარება მათ სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი ეს მაშინ სჭირდებთ, როდესაც არ ეტყობათ რომ ორსულად არიან, ეს არის 2-3 თვე. სწორედ ამ პერიოდშია ხასიათი არეული და ჯობს მას დავეხმაროთ,  რათა სტრესმა არ გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ყელის დამოკლება, სტაციონარი და ა.შ.
რადიოლოგები არ ვსვამთ ტონუსის დიაგნოზს, ქალი მოდის ჩივილით და ჩვენ ვაფასებთ მის მდგომარეობას. ჩივილი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა, მისი გუშინდელი გუშინწინდელი დღე, ერთჯერადია, ორჯერადი თუ ხანგრძლივი, სწორად უნდა შეფასდეს რადგან მესამე ტრიმესტრში ტონუსი ნორმად ითვლება, პაციენტმა კი ეს არ იცის. თუ ტონუსი გადაღლამ ან სიმძიმის აწევამ გამოიწვია, როგორც კი ორსული წამოწვება, ეს მდგომარეობა გადაუვლის. თუ პაციენტი დილას იღვიძებს და მას აქვს დაჭიმული მუცელი უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ჩააყენოს საქმის კურსში, ასეთ დროს მკურნალობა აუცილებელია. რა დროს არის საშიში ზრდაში შეფერხების სინდრომი ან დიდი ზომის  ნაყოფი? ნაყოფი უნდა მიყვებოდეს თავისი განვითარების ვადას, თუმცა 25 კვირიდან შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ნაყოფმა ვეღარ შეძლოს ზრდა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ, გენეტიკამ. ექოსკოპიურად გაზომილი და აწონილი ბავშვის ზომები  შესაძლოა არ შეესაბამებოდეს, ჩამორჩებოდეს ნორმას და ასევე შეიძლება, ნორმაზე გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი. თუ გამოირიცხება ჰიპერტენზია, დიაბეტი, დოპლერი არ არის გაფუჭებული ანუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.  უმჯობესია, რომ ბავშვის ზომები ნორმალური იყოს, მაგრამ თუ ეს გენეტიკურია და მაგალითად ბავშვის  მამა ან ბაბუა 5 კილო დაიბადნენ, ბუნებრივია, რომ ბავშვი შეიძლება 4,800 დაიბადოს. ანუ თუ გამოირიცხება ყველანაირი პათოლოგია, ანალიზებშიც ყველაფერი წესრიგშია, დაე ბავშვი იყოს იმ ზომის, რამხელაც არის, არანაირი პრობლემა არ არის. ახდენს თუ არა გავლენას ნაყოფის ზომაზე დედის კვების რეჟიმი და მისი მომატებული წონა? ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ დედა მკაცრ დიეტაზეა, რათა ფორმები არ დაკარგოს, ცხადია, ამ დროს ბავშვს ბევრი აკლდება. არიან დედები, რომლებიც ბევრს ჭამენ და ბევრიც აქვთ მომატებული, ასე დროს ბავშვები ზომაზე მეტს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა დიეტაზე უნდა დავსვათ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.  რა არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის,  აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება ყველა ორსულისთვის და რითი განსხვავდება სხვა კვლევებისგან? ძალიან ბევრი რამის დოპლერი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თავის, სისხლძარღვების, ხერხემლის, კისრის მალების, ფეხების, სადაც არის სისხლძარღვი ყველგან შეგვიძლია დოპლერის გაკეთება. ამით ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვში სისხლის გამავლობას, სიჩქარეს, რაოდენობას, იკვებება თუ არა ის ორგანო, სადაც მიდის სისხლი. ვნახულობთ მარაგდება თუ არა ნაყოფი საკმარისად დედისგან, ანუ ჭიპლარში როგორ მიედინება სისხლი. ულტრაბგერით კეთდება, ჩვეულებრივი ექოსკოპიაა და მის გაკეთებას რამდენიმე წუთი სჭირდება. როდესაც დოპლერი ნორმაშია, რა ზომაც უნდა იყოს ეს ბავშვი, პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე ვადაგადაცილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დოპლერული მონაცემები, უნდა შეფასდეს, უჭირს თუ არა ნაყოფს. თუ  კვლევამ ნორმალური მონაცემები გვაჩვენა, ნაყოფს შეუძლია იყოს მუცელში იმდენ ხანს,  რამდენსაც ექიმი ჩათვლის. ასევე, როდესაც  ბავშვები ხშირ და მკვეთრ მოძრაობებს აკეთებენ მუცელში, ამ დროს მოდიან  კვლევისთვის. თუ დედა კარგად გრძნობს თავს და ნაყოფს ურჩევს პოზას, თუ როგორ დაიძინოს პრობლემა არ ჩნდება. მაგალითად ვიცით, რომ ზურგზე წოლა არ შეიძლება, რადგან მასა აორტას აწვება, მექანიკურად იწვევს დედის ცუდად გახდომას და უფრო მეტად ნაყოფის დისკომფორტს, შესაბამისად ის ბევრს მოძრაობს. შესაძლოა ასევე სისხლში არ იყოს საკმარისი ჟანგბადის მომარაგება და ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ბევრს მოძრაობს. ჩვენ ვამოწმებთ ნორმალურად ამარაგებს თუ არა დედა ჭიპლარით ნაყოფს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი ბავშვს აქტიური ხასიათი აქვს.  ბოლო რეგულაციების მიხედვით ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ ვადამდე არ შეიძლება, თქვენ როგორც ექიმს რა დამოკიდებულება გაქვთ, სწორია თუ არა ეს მიდგომა და რა ვადაზე უნდა ვიცოდეთ ნაყოფის სქესი? ძალიან მიხარია, რომ ტენდენცია შეიცვალა საქართველოში და გოგოებიც შეუყვარდათ. ქართველებში დიდი ხანია არ შემინიშნავს ეს ამორჩევითი ტენდენცია. ჩემი დაკვირვებით ჩვენთან ამას აღარ აკეთებენ და არასოდეს მინდა გავიგო, რომ ვინმემ მსგავსი არჩევანი გააკეთა ბიჭს და გოგოს შორის. მიხარია ისიც, რომ 16 კვირამდე არ ვაძლევთ ინფორმაციას სქესის შესახებ, რადგან 12 კვირაზე სქესის შეფასებით შესაძლოა შეცდომაში შევიყვანოთ პაციენტი. ჯობია გაიზარდოს ნაყოფი, გახდეს 16 კვირის, ჩამოუყალიბდეს სასქესო ორგანო და შემდეგ გაიგოს მშობელმა. ასეთ დროს არც აბორტის გაკეთება შეიძლება და ჩვენც მართველი ვიქნებით. 12 კვირაზე ხშირია შეცდომების ალბათობა.   რატომ არის ასეთი აქტუალური 3D და 4D კვლევა და შესაძლოა თუ არა, რომ მსგავსმა კვლევამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს ნაყოფის მდგომარეობაზე ვიდრე სტანდარტულმა, ორგანზომილებიანმა კვლევამ? 2D ეს არის კვლევის ფორმა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. 4D არის ის, სარაც ვიდეოს სახით ვუყურებთ, ხოლო 3D გახლათ ერთი კონკრეტული კადრი, რომლითაც შეგვიძლია ნაყოფის გარეგნული მონაცემების შემოწმება. მაგალითად თითები, ტუჩები, ბავშვის გარეგნობა, ხერხემლის მალები. სურათებსა და ვიდეოებს მშობლისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ჩვენ რადიოლოგებს ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, ვხარობთ პაციენტებთან ერთად, გამოფენაც კი გვაქვს ბატონ კახა ტატიშვილთან ერთად. 3D და 4D საკმაოდ ინფორმატიული დამატებითი კვლევებია, მაგრამ  არა ისეთი ინფორმატიული, როგორიც 2D კვლევა. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/mariam-gotsiridze-1.mp3"][/audio] [post_title] => რამდენჯერ არის რეკომენდებული ორსულობისას ექოსკოპიის გაკეთება - მარიამ გოცირიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenjer-aris-rekomendebuli-orsulobisas-eqoskopiis-gaketeba-mariam-gociridzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-05 13:01:26 [post_modified_gmt] => 2018-11-05 09:01:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=301719 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 299001 [post_author] => 6 [post_date] => 2018-10-25 14:09:58 [post_date_gmt] => 2018-10-25 10:09:58 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა უნდა ვიცოდეთ შემაწუხებელი და გახანგრძლივებული ხველის შესახებ, რა ტიპის ხველაა ყველაზე გავრცელებული და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. როგორ მოვიქცეთ ღამით სპაზმური ხველის დროს, რას გულისხმობს ტერმინი „ალერგიული ხველა“, რა დროს ხდება ხველა საგანგაშო სიმპტომი და რა შედეგს გვაძლევს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. ეკა, პირველი კითხვა ეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და მის მოქმედებას. რა ვქნათ, როდესაც აცრის მიუხედავად, ბავშვი მაინც ხშირად ავადობს და აქვე, თუ წამყვანი სიმპტომი ხველაა, მშობლებს აინტერესებთ, უშველის კი მას აცრა? ძალიან აქტუალური კითხვაა, რადგან ხველა მთელს მსფოლიოში პედიატრთან მომართვიანობის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. მშობელი შესაძლოა, ვირუსული რესპირატორული ინფექციის სხვა გამოვლინებებმა, მათ შორის მაღალმა ტემპერატურამ ისე არ შეაშინოს, როგორც სპაზმურმა, შემაწუხებელმა ხველამ. ნებისმიერ ასაკში ხველა აქტუალური სიმპტომია, თუმცა, ხველა სასუნთქი სისტემის დაცვითი რეაქციაა, რაც ფილტვებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილებას გულისხმობს. ხველა ესაა სიმპტომი, რომელიც ხშირად თან ახლავს რესპირატორული სისტემის ვირუსულ დაავადებებს. გრიპი და სხვა რესპირატორული ინფექციები 6 წლამდე ასაკში ხშირი ავადობის მიზეზი ხდება. უნდა ითქვას, რომ ხშირი ავადობა ძალიან პირობითი ცნებაა, რადგან წლის მანძილზე 4-6 ჯერ ავადობა რესპირატორული ინფექციებით, ეს ჩვეულებრივ ნორმად არის მიჩნეული. ეს ის სიხშირეა, რომელიც ორგანიზმის იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს, აქვე შესაძლოა, ეს სიხშირე 8-10 მდეც გაიზარდოს. თითოეული ეს ავადობა საშუალოდ 1 კვირიდან 10-დღის ინტერვალში გრძელდება, ძალიან ხშირად მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სულ ავადაა. რეალურად კი ეს გახლავთ ყოველ ჯერზე ახალი ინფექციების ცირკულაცია. თუ ბავშვი არის ბაღში მოსიარულე, ხშირად ხვდება საზოგადოებრივი თავშეყრის აგილებში, ან სახლში მიცრე წლოვანი და-ძმები ჰყავს, რომლებიც შესაძლოა, იყოს ინფექციის წყარო, ასეთ დროს ავადობის სიხშირე წელიწადში 8-10 მდე იზრდება. https://www.youtube.com/watch?v=6pCMfYxr-1o&fbclid=IwAR1w2O-2XRoczG9DspFl1Sx_izw_fJ57hCsxwrPoXV-kOvtOoAl_n2i03lM ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია რეკომენდაციები გრიპის სეზონურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. გამოყიფილია რისკის ჯგუფის ადამიანები, 6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წლის ზემოთ ასაკის ადამიანები, ორსულები, სტუდენტები და ადამიანები, რომლებსაც სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება ან მუშაობა. კვლევებით დადგინდა, რომ გრიპის სეზონური ვაქცინაცია, 60%–ით ამცირებს ავადობის სიხშირეს. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლუენსა ანუ გრიპის ვირუსი საკმაოდ საშიში ვირუსია და ხშირად ახასიათებს გართულება, რა თქმა უნდა ვიზიარებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ვურჩევ მშობლებს, ბავშვები აცრან გრიპის სეზონური ვაქცინით. მეტსაც გეტყვით, ძალიან ბევრ ქვეყანაში, ინგლისში, ამერიკაში, გრიპის სეზონური ვაქცინა გეგმიური ვაქცინაციის კალენდრში შედის და არავაქცინირებულ ბავშვებს ბაღებში არ იღებენ. რა არის გახანგრძლივებული ხველის მიზეზი და რატომ არ ემორჩილება ხშირად ხველა მედიკამენტს? ხველის ერთ-ერთი მიზეზირ არის რესპირატორული ვირუსული ინფეციები, მაგრამ არა ერთადერთი. აქედან გამომდინარე, არ არსებობს უნივერსალური წამალი, რომელიც ყველა ტიპის ხველას უშველის. ჩვენ ვმკურნალობთ არა ხველას, არამედ მის გამომწვევ მიზეზებს. თუ ვსაუბრობთ გახანგრძლივებულ ხველაზე, ეს ის ხველაა, რომელიც სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება, აქ უკვე უნდა ვეძებოთ სხვა მიზეზები და არა მარტივი ვირუსული ინფექციები, რომელიც 10-15 დღეში კუპირდება და ხშირ შემთხვევაში თვითგანკურნებადია. რა დროს ხდება ხველა რთულად სამართავი და რა შემთხვევაშია აუცილებელი მკურნალობის პროცესში ჰორმონალური პრეპარატების ჩარვა? თუ ხველის მიზეზი დადგინდა, მისი მართვა რთული აღარაა. თუ ბავშვი ხშირად ავადობს, თუ ორგანიზმს ახალ-ახალი ვირუსები უტევენ და ისევ სახეზეა ხველით მიმდინარე პროცესი, შესაძლოა, მშობელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ბავშვი სულ ახველებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას ჰორმონალურ პრეპარატებთან დაკაშირებით, არსებობს ხველა, მაგალითად ლარინგოტრაქეიტი, რომელიც კრუპის სახელწოდებით არის ცნობილი, მას მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატები ხსნის. არსებობს კრუპის გრადაცია, ესაა მსუბუქი, საშუალო და მძიმე. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო კრუპის ნიშნები. ეს გახლავთ ხმაურიანი სუნთქვა, მყეფარე ხასიათის ხველა და ხმის ტემბრის შეცვლა. თავის მხრივ ეს გახლავთ ვირუსლი ინფექცია, რომელსაც უხშირესად პარაგრიპის ვირუსი იწვევს. თუ მშობელი მომზადებულია სათანადოდ და იცის, როგორ მართოს კრუპის ნიშნები, ის ადვილად ემორჩილება მკურნალობას და ადრეულ ეტაპებზე ადვილად კუპირდება.   ხშირად ასეთი ხველა იწყება არა ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების ფონზე, არამედ მოულოდნელად, ღამით. შესაძლოა თუ არა ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი გახდეს არა ვირუსი, არამედ სხვა გამაღიზიანებელი ფაქტორები? ვირუსული ეტიოლოგიის კრუპი სწორედ ღამის სათებში იწყება. დღის განმვალობაში რესპირატორული გამოვლინება მინიმალურია. ლარინგიტრაქეიტი ღამით, განსაკუთრებით 12 საათის მერე იწყება ხოლმე. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს მიდრეკილება აქვს ხველისკენ, არა. კრუპი ასაკთან ერთად ჩაივლის და ექვსი წლის მერე ის იშვიათად გვხვდება. ლიტერატურაში აღწერილია კრუპის შემთხვევები მოგვიანებით, გარდატეხის ასაკშიც, მაგრამ მას იშვიათი ხასიათი აქვს. ანუ თუ 6 წლის მერე კრუპი აღარ აღინიშნება, ითვლება, რომ მას აქვს ვირუსული ეტიოლოგია. არსებობს აგრეთვე სპაზმური კრუპი, რომელიც შესაძლოა, მრავლობითმა ალერგენებმა გამოიწვისო. არის კიდევ ერთი მომენტი, ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს ბავშვის ჩათბუნება და მაღალი ტემპერატურა ოთახში. ესეც ზრდის ხველის განვითარების რისკს. არადა ხშირად ჰაერის დატენიანებაც საკმარისია, რომ ხველის სიხშირე შემცირდეს. ძალიან ხშირად მშობლები ხველის სამკურნალოდ იყენებენ ფაგებს, ასევე ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალაციას და საწუწნ აბებს. ბევრი ამბობს, რომ ეს ხველას ამსუბუქებს. მართლა მუშაობს მკურნალობის ეს სქემა? ეს ფაქტორები ნაწილობრივ შველის. მაგალითად ფიზიოლოგიური ხნარით ინჰალაციაზე მინდა შევჩერდე. როდესაც ხველა გრიპის ან სხვადასხვა რესპირატორული ვირუსით არის განპირობებული და მას ძლიერი ინტოქსიკაცია არ ახლავს, ხველა არის თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადი სიმტპომი. თუმცა, ხველის ინტენსივობის შემცირებას ხელს უწყობს ტენიანი ჰაერი, ოთახის დაბალი ტემპერატურა. ხშირად მშობელი აღნიშნავს, რომ როგორც კი ძლიერი ხველისას ბავშვი გარეთ გაუყვანია, ხველა მოიხსნა. ანუ ტენიანმა ჰაერმა მოულბო ზედა სასუნთქი გზები და შეამცირა ხველის ინტენსივობა. იგივე ეფექტი აქვს ფიზიოლოგიური ხსნარით ინჰალციას. რაც შეეხება ფაგებს, მათ უპირატესად ანტიბაქტერიული მოქმედება აქვთ და ვირუსულ ნფექციებთან ბრძლოაში დიდი ეფექტით არ გამოირჩევიან. საწუწნი აბების მიცემა კი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ შეიძლება და ამის მთელი რიგი მიზეზები არსებობს. ხშირია, როდესაც მშობლები ბებიების მეთოდს მიმართავენ, იგივე თხის ქონი, კომბოსტოს საფენები და სხვა ხალხური მეთოდები, რასაც ცალსახად არ მივესალმები.   არის რაიმე კონკრეტული შემთხევები, როდესაც იგივე თხის ქონი და კომბოსტოს საფენები უებარია? არავითარ შეთხვევში. ფიზიოლოგირი ხსნარიც კი არ შეიძლება იყოს უებარი, ამიტომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას აქვს თავისი ჩვენება. ხშირად მეკითხებიან, რომ აი ხველა აქვს ბავშვს და მეტი არაფერი, რა მივცე? სამწუხაროდ, ხველის უნივერსალური წამალი არ არსებობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი უნდა დადგინდეს. რას გულისმობს ტერმინი ალერგიული ხველა და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს? განვმეორდები და ვიტყივი, ის რომ ბავშვები სკოლამდელ ასაკში ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ადრეული ასაკის ბავშვების იმუნურის სისტემა ლაბილურია, ჩამოუყალიბებელია და ამას სასუნთქი სისტემის განვითარების თავისებურებები უწყობს ხელს. თუ ხველა სამ კვირაზე მეტხანს გრძელდებაა, ნიშნავს, რომ ეს გახანგრძლივებული ხველაა. მისი ერთ-ერი მიზეზი შეიძლება იყოს ალერგიული ხველა. სამი ტიპის ალერგიულ ხველას განიხილავენ: ვირუსინდუცირებული, ალერგენინდუცირებული და ფიზიკური დატვირთვით განპირობებული. ადრეულ ასაკში უხშირესია ვირუსინდუცირებული ალერგიულია ხველა, რომელიც ასაკი მატებასთან და ვირუსებით ავადობის შეცმირებასთან ერთად ქრება. და ბოლოს, ყველას გვახსოვს თქვენი პოსტი სოციალურ ქსელში, სადაც წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკაზე წერდით... ვაქცინაციამ მთელ რიგ შემთხვევებში გადაარჩინა მსოფლიო. ვაქცინაციის დამსახურებით ძალიან ბევრმა დაავადებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. დღეს ჩვენთან კლინიკაში სტუმრად იყო პროფესორი ისრაელიდან და მან აღნიშნა, რომ ისრაელში ვაქცინაციის მოცვადობა არის 90-95 %. ეს ნიშნავს, რომ წითელას და სხვა დაავადებების შეხვედრის და გავრცელების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. მაშინ როდესაც საქართველო მე-2 და მე-3 ადგილებს ინაწილებს წითელას გავრცელების მხრივ, ეს კატასტროფაა. წითელა არის ძალიან მაღალი კონტაგიოზურობის ვირუსი, რაც ნიშნავს, რომ დაინფიცირებული ადამიანი ყველა მის გარშემო მყოფს აინფიცირებს, თუ ისინი ვაქცინირებულები ან წითელა გადატანილებია არ არიან. ყველა ბავშვი უნდა აიცრას იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომლებსაც არ უტარდებათ ვაქცინაცია სამედიცინო ჩვენების გამო .წითელას ვაქცინაციის მიმართ ფობია დაკავშირებულია ინგლისელ ექიმთა ჯგუფთან, რომლებმაც საოცრად დიდი აფიორა ჩაატარეს, დიდ ფინანსურ მოგებას ითვალისწინებდა. საბოლოო ჯამში მათ დაკარგეს სამედიცინო ლიცენზია და მათ წინააღმდედ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ჩემს მაგალითს გეტყვით, როგოც კი ჩემი შვილი 1 წლის გახდა, მეორე დღესვე ავცერი წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/10/eka-uberi.mp3"][/audio]           [post_title] => გახანგრძლივებული და სპაზმური ხველა - ეკა უბერის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => gakhangrdzlivebuli-da-spazmuri-khvela-eka-uberis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-26 13:17:37 [post_modified_gmt] => 2018-10-26 09:17:37 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=299001 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 296996 [post_author] => 6 [post_date] => 2018-10-19 14:24:30 [post_date_gmt] => 2018-10-19 10:24:30 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა დროს შეძლება დაისვას უშვილობის დიაგნოზი, რა არის უნაყოფობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, წარმოადგენს თუ არა დაბრკოლებას ასაკი 35 წელს ზევით და რა დროს დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ჟორდანიას კლინიკის" ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ნანა ჯანელიძემ ისაუბრა. რას ნიშნავს დიაგნოზი უშვილობა, რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს, თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის შემდეგ არ დგება ორსულობა? მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის გვისაუბრია ამ თემაზე, ის მაინც აქტუალურია. იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა დიაგნოზსაც უშვილობა, უნაყოფობა წარმოადგენს, საკმაოდ დიდია. წყვილთან, სადაც ქალის ასაკი 35 წელზე ნაკლებია და ერთი წელი რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ, არ დგება ორსულობა, ისმება უშვილობის დიაგნოზი. ხოლო თუ ქალის ასაკი არის 36 წელზე მეტი, აქ ეს დიაგნოზი შესაძლოა, 6 თვეში დაისვას. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის გადაწყვეტილება, როდის მიმართოს ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია პირველი ვიზიტისას სწორად შეფასდეს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქცია. ქალის რეპროდუქციული ფუნქცია სხვა ტესტებით ფასდება, მამაკაცის შეფასება თავისთავად განსხვავებული პროცესია. მნიშვნელოვანია წყვილთან  მოხდეს ყველა დეტალის განხილვა და დაიგეგმოს გარკვეული კვლევები. პროცესი არ უნდა იყოს სტრესული, რადგან ერთი წელს შეიძლება რამდენიმე თვე დაემატოს და ამის შემდეგ დადგეს სპონტანური ორსულობა. რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, ქალსა და მამაკაცში არსებობს ჰორმონალური დიაგნოსტიკური ტესტები, არსებობს ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომელსაც ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა ჰქვია და არსებობს ასევე დაკვირვება, ფოლიკულის მონიტორინგი. ეს არის ის ძირითადი კვლევები, როდესაც ქალის რეპროდუქციული ფუნქცია მოწმდება. მამაკაცის შემთხვევაში ხდება ბანალური სპერმოგრამა და მინდა ხაზი გავუსვა, რომ მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის შემოწმების მიზნით, სპერმოგრამის ჩატარებაც სრულებით საკმარისია.  თუ მამაკაცს სხვა პრობლემებიც აქვს, უროლოგიური, სქესობრივი დისფუნქცია თუ რაიმე თანმხლები ინფექციები, ეს უკვე ითხოვს გაშლას ამ პროცესის და უფრო დეტალურ დიაგნოსტიკას. ხაზი უნდა გავუსვა, რომ სპერმის ანალიზი საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს შესრულებული. აქ უნდა განვიხილოთ ის კრიტერიუმები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სპერმის რაოდენობა, აქტივობა, მოძრაობა, სიცოცხლისუნარიანობა და მისი მორფოლოგია ანუ სტრუქტურა. რომელია უშვილობის ძირითადი მიზეზები? განმაპირობებელი ფაქტორები და მიზეზები გახლავთ ენდოკრინული დარღვევები, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში. ფარისებრის დისფუნქცია, ჰიპერპროლაქტინემია და სხვა სასქესო ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები, რისი მიზეზითაც დგება მეორადად განვითარებული სქესობრივი დისფუნქცია, რაც სპერმოგრამაში შესაბამისი ცვლილებებს აჩვენებს. სტატისტიკურად ენდოკრინული პათოლოგიები წამყვანია, რაშიც მოიაზრება პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი. ხაზს გავუსმევ, სინდრომი და არა დაავადება. როდესაც პოლიკისტოზთან გვაქვს საქმე, იქ რამდენიმე კომპონენტი უნდა ერთიანდებოდეს, რომ ეს დიაგნოზი დაისვას. საკვერცხის პოლიკისტოზი შესაძლოა, მეორადად, სხვა ჰორმონალური დარღვევის პარალელურად იყოს განვითარებული და არსებობდეს უშუალოდ სტრუქტურული ცვლილებები საკვერცხეში, რომელიც იწვევს ანოვულაციას. ანოვულაცია ფოლიკულის მომწიფების პროცესის დარღვევაა, ფოლიკულები და არსებული დომინანტური ფოლიკული კი აუცილებელი პირობაა, რომ მოხდეს მისი ოვულაცია, გასკდომა და გამონთავისუფლდეს იქიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი, შემდეგ მოხდეს მისი ტრანსპორტირება და განაყოფიერება. რაც შეეხება ინფექციებს, ესეც აქტუალურია, მაგრამ არა იმ სიხშირით, როგორც ენდოკრინული დარღვევები. ინფეციების მიზეზი ძირითადად არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რაც განმაპირობებელია შემდგომი გართულებების, ძირითადად შეხორცებითი პროცესის, რომელიც იწვევს მამაკაცის უნაყოფობასაც და ქალებში მილის ფაქტორით განპირობებულ უნაყოფობას. ყოფით ცხოვრებაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც წყვილს აქვს რეგულარული სქესობრივი კავშირი, მაგრამ ორსულობა არ დგება. 7-8 წლის შემდეგ კი, ყოველგვარი ჩარევის გარეშე დგება ორსულობა, რით შეიძლება აიხსნას ეს ერთი შეხედვით ამოუხსნელი შემთხვევები? ეს შემთხვევები შემიძლია დავუკავშირო  უცნობი ეტიოლოგიის უნაყოფობას. ეს არის ცალკე პრობლემა და დიაგნოზი და არც თუ ისე მცირე, დაახლოებით 35%-ში გვხვდება. ამ დროს ვატარებთ ყველა დიაგნოსტიკურ კვლევას, ვცდილობთ მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ ხელმოსაჭიდ პრობლემას ვერ ვაწყდებით. 7 წელი საკმაოდ დიდი პერიოდია, ეს არის ემოციურად დამთრგუნველი, პაციენტების ფსიქოემოციური სტატუსი საკმაოდ სუსტია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ შემთხვევაში მოხდა გამეტების თანხვედრა. მილში მოხდა მათი შერწყმა, ანუ ანატომიური თავისებურება არ იყო და ასევე არ იყო ისეთი მძიმე დაავადება, როგორიც არის მამაკაცის უნაყოფობა. შესაბამისად, არსებობდა პირობა იმისა, რომ მომხდარიყო განაყოფიერება.  როგორია უშვილო მამაკაცებისა და უშვილო ქალების რიცხვობრივი შეფარდება? რიცხვობრივი შეფარდება თანაბარია, 50/50 -ზე. ბოლო პერიოდში ძალიან აქტიური გახდა მამაკაცის ფაქტორის გამოვლენა, თვითონ მამაკაცებშიც დაგროვდა გარკვეული ცოდნა იმისა, რომ საჭიროა მათაც მიმართონ ექიმს და მოხდეს რეპროდუქციული ფუნქციის შეფასება. დღემდე გამონაკლისებს ვაწყდებით, როდესაც  წლების განმავლობაში მხოლოდ ქალი იტარებს გამოკვლევებს და ეს მართლაც სავალალოა. იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს სურს იყოლიოს შვილი, ვურჩევთ, რომ წყვილმა მოგვმართოს. უცნობი ეტიმოლოგიის უნაყოფობა თავის მხრივ იმ ფაქტორებს აერთიანებს, რომელსაც ერთხელ ჩატარებული რუტინული დიაგნოსტიკური ტესტით  ვერ ვადგენთ, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ არსებობს სხვა სიღრმისეული დაზიანება სპერმატოზოიდების, როდესაც მიდის დნმ ფრაგმენტაცია, ესეც განაპირობებს უნაყოფობის პრობლემას და ასევე, როდესაც  დგება ორსულობა, მაგრამ მისი თვითნებითი შეწყვეტა ხდება. რა შეიძლება მეორადი უნაყოფობის  მიზეზი გახდეს? იგივე მიზეზი შეიძლება არსებობდეს მეორადი უნაყოფობის დროს, რაც ახასიათებს პირველად უნაყოფობას.  შეიძლება შეიცვალოს ორგანიზმის ენდოკრინული სტატუსი.  მეორადი უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა, იყოს ინფექცია ან ენდომეტრიოზი ან გარკვეული შეხორცებითი პროცესის შედეგად გამოვლენილი მილის უნაყოფობა. მილის გაუმტარობა -  ეს ფაქტორი უნდა გამოირიცხოს და შემდეგ უფრო მარტივია მკურნალობის სქემის დასახვა. რა როლი ასქვს  ემოციურ ფაქტორს ? მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები გვქონია. უშედეგო ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ, სპონტანური ორსულობა დამდგარა. ან გაუჩენიათ ინ ვიტრო განაყოფიერებით და შემდეგ ბუნებრივად. მხოლოდ ემოციურ ფაქტორს ვერ მივაწერ, რადგან, თუ მკურნალობა სწორად არის ჩატარებული, პაციენტთან ეს მკურნალობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს მის ენდოკრინულ სტატუსზე,  იგივე საკვერცხეზე და საშვილოსნოზე. ფსიქოლოგიური ფაქტორი ეს არის ნერვული სისტემის მზაობა და მდგომარეობა.  ნებისმიერი ორგანო და მათ შორის საკვერცხე რეგულირდება თავის ტვინიდან, ყველა სტიმული და იმპულსი მოდის იქედან. თუ ღერძი დაირღვევა, იქ შეიძლება არსებობდეს არამოპასუხე საკვერცხე, შესაბამისად ემოციურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც პაციენტებთან კონტაქტი გვაქვს, ვცდილობ მაქსიმალურად ავუხსნა და განვუმარტო, რა პრობლემის წინაშე დგას. ზოგჯერ პაციენტს თავისი პრობლემა კოშმარად აქვს წარმოდგენილი, უჭირს გათავისება, თუ პაციენტის მზაობა არ იქნა, რომ იმეგობროს ექიმთან, რეზულტატამდე ვერ მივალთ. თავიდანვე ვცდილობთ, პაციენტებს მივცეთ განათლება, ემოცია იმისათვის, რომ დაგვიმეგობრდნენ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემებს.  არსებობს ჩვენება პაციენტებთან, როდესაც შემიძლია ეტაპობრივი მკურნალობა დავგეგმო და მათ თავიდანვე ვაცნობ ამას. შესაძლოა, შევისვენოთ კიდეც ეტაპებს შორის, პაუზის დროს შეიძლება დადგეს ორსულობა, თუ ასე არ ხდება, გადავდივართ შემდეგ ეტაპებზე.  რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის მოსაზრება, რომ ჰისტეროსკოპიის პროცედურის ან კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ორსულობა უფრო მარტივად დგება? ორსულობის დადგომა ქალის და მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. კონკრეტულ შემთხვევებში არ ვეთანხმები კოლეგებს, როდესაც პირდაპირ მიმართავენ  ჰისტეროსკოპიულ კვლევას, ესა არის საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპიური კვლევა, დათვალიერება, როდესაც ვღებულობთ ინფორმაციას იმის შესახებ, არსებობს თუ არა რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი საშვილოსნოს ღრუში, რომ მოხდეს ემბრიონს იმპლანტაცია. თუ ულტრაბგერით კვლევაზე ენდომეტრიოზის სტუქტურა არ მოგვწონს და ეჭვი გვაქვს ე.წ. პოლიპის არსებობაზე, უნდა მოხდეს ჰესტეროსკოპიით ამის გადამოწმება. ასევა ჰისტეროსკოპია ავლენს თანდაყოლილ ანომალიებს, არის თუ არა ღრუს დეფორმაცია, შეხორცებითი პროცესი. საოფისე ჰისტეროსკოპიის დროს, მინიმალური ინვაზიით, ანესთეზიის გარეშე, ენდოსკოპიურად ხდება საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება, რომელიც დიდ ინფორმაციას გვაძლევს, გვაჩვენებს, არის თუ არა ისეთი ცვლილებები, რომელიც შემდგომი მკურნალობის განხორციელებაში ხელს შეგვიშლის.  შესაძლებელია მინიმალური ჩარევაც, პატარა პოლიპექტომია. ჩემი მოსაზრებით, ყველა უნაყოფო პაციენტი არ საჭიროებს რუტინულად ჰისტეროსკოპიულ კვლევას, რადგან საშვილოსნოს ღრუში ინვაზიური ჩარევა შესაძლოა, უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს ვიდრე დადებითის. მსოფლიოში კონტრაცეპტივები გამოიყენება იმისათვის, რომ დაიგეგმოს სასურველი ორსულობა, მაგრამ ამავე დროს კონტრაცეფციას აქვს უდიდესი როლი გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში, განსაკუთრებით როდესაც ენდოკრინული პრობლემებია. თუ ის სწორად დაინიშნება, ე.წ. ”რიბაინდ" ეფექტს ვეძახით, ასეთ დროს საკვერცხე ისვენებს კონტრაცეპტივის ფონზე, მოხსნის შემდეგ კი მოხსნის სინდრომი ვითარდება და საკვერცხე აქტიურდება, იწყებს ოვულაციას და შესაძლოა ორსულობა დადგეს. ძირითადად ეს პოლიკისტოზიური საკვერცხის მქონე ახალგაზრდა ქალებს ეხება. ქალები თანამედროვე ცხოვრებაში გვიან იცლიან შვილოსნობისთვის, რას მივაწეროთ ეს ტენდენცია და რატომ შეიძლება გახდეს 35 წელს ზევით ასაკი უშვილობის მიზეზი? ეს პრობლემა აქტუალურია, პაციენტების უმრავლესობა ვინც 35 წელს ზემოთ ქორწინდება და გეგმავს ორსულობას, მათთან პრობლემები იჩენს თავს. ეს პრობლემა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელს მსოფლიოში აქტუალურია. ნებისმიერი სიმპოზიუმი, კომფერენცია, შეხვედრა ეხება ასეთი ქალების ჯგუფს და ყოველთვის ხდება ცოდნის, გამოცდილების გაზიარება, ახალი მეთოდების დანერგვა, რათა როგორმე დავეხმაროთ ქალებს, განსაკუთრებით 39 წელს ზემოთ. საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, რის შემდეგაც შეგვიძლია უარი ვუთხრათ პაციენტებს მკურნალობაზე, ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ლიმიტირებულია და 43-45 წელს შეადგენს. "ცუდად მოპასუხე საკვერცხის მქონე ქალების"  შემთხვევაში,  ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა, ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ის მინიმალური პოტენცია, რაც მათ გააჩნიათ.  ეს უნდა იქცეს მესიჯად მსმენელებისთვის, იგივე ჩემი კოლეგებისთვის, რომელთანაც ასეთი ქალბატონები მოხვდებიან, მათ დრო არ უნდა დავაკარგინოთ. ქალის რეპროდუქციული ფუნქცია 40 წლის შემდეგ ყოველთვიურად 5%-ით კლებულობს. ამის წარმოდგენა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მათ დროულად გავუწიოთ მხარდაჭერა.  სასურველია თუ არა ინ ვიტრო განაყოფიერებამდე ინსემინაცია და რა დროს დგება ინ ვიტრო განაყოფიერების აუცილებლობა? პირდაპირი ჩვენება ინსემინაციას არ გააჩნია, პირდაპირი ჩვენება არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის. ასევე არსებობს უკუჩვენება, რა დროს არ უნდა ჩაატარო ინსემინაცია, ეს გახლავთ მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობა, როდესაც სპერმის რაოდენობა და ხარისხი მკვეთრად დაქვეითებულია, ასევე მნიშვნელოვანია მილის ფაქტორი და ქალის ასაკი.  ასაკი სადავოა, რადგან შეიძლება მისცე ქალს შანსი, ინსემინაცია ჩაიტაროს, სცადოს, გაიაროს ეს ეტაპიც. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, ის დღეს რეპროდუქტოლოგიაში ერთ-ერთ რუტინულ, უსაფრთხო, ეფექტულ და წარმატებულ  მეთოდად მოიაზრება უშვილობის მკურნალობაში. ინ ვიტრო განაყოფიერების გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი დაწესებულების და რეპროდუქტოლოგის მუშაობა. ინ ვიტრო განაყოფიერების დროს მაქსიმალურ ვაძლევთ  შანსს პაციენტს იმისათვის, რომ მივიღოთ გამეტა და მივიღოთ ემბრიონი. არსებობს ინ ვიტროს პირდაპირი ჩვენება, ეს არის მამაკაცის ფაქტორი და ქალის ასაკი, თუმცა, უმჯობესია ინ ვიტრო დაიგეგმოს დროულად, თუნდაც ახალგაზრდა ასაკში, როდესაც ქალის საკვერცხეს გააჩნია პოტენცია იმისა, რომ მივიღოთ ორსულობა. ინ ვიტრო განაყოფიერების ჩატარება შეიძლება იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროება მოითხოვს. ძალიან ბედნიერები ვართ, როდესაც პირველი ცდაზე ვიღებთ შედეგს და ეს არც თუ ისე იშვიათად ხდება. პირველივე ცდაზე რეზულტატი უკავშირდება ქალის ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკს. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/10/nana-janelidze.mp3"][/audio]                   [post_title] => ჰორმონები, ასაკი და სტრესი!! რა იწვევს უშვილობას - ნანა ჯანელიძე მიზეზებსა და გამოსავალზე [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => hormonebi-asaki-da-stresi-ras-iwvevs-ushvilobas-nana-janelidze-mizezebsa-da-gamosavalze [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-10-19 15:19:01 [post_modified_gmt] => 2018-10-19 11:19:01 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=296996 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 301719 [post_author] => 23 [post_date] => 2018-11-02 11:27:05 [post_date_gmt] => 2018-11-02 07:27:05 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ჰიპერტონუსის, მღვრიე წყლების, კისრის ნაოჭისა და ზრდაში შეფერხების სინდრომის შესახებ. რა ინფორმაციას გვაძლევს ორსულობის სხვადასხვა ვადზე ჩატარებული ექოსკოპიური კვლევა და რამდენად ინფორმატიულია ის - ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, რადიოლოგმა მარიამ გოცირიძემ ისაუბრა. რამდენჯერ უნდა მიაკითხოს ორსულმა ექიმ რადიოლოგს 9 თვის განმავლობაში და რატომ არის ეს ვიზიტები აუცილებელი? ექიმ რადიოლოგს მენსტრუაციის გადაცდენიდან ერთ კვირაში უნდა მიაკითხოთ, რათა ორსულობა დადასტურდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორსულობა საშვილოსნოს ღრუშია. თუ პაციენტი ნაკეისრალია, ნაწიბურთან მიმართებაში უნდა ვნახოთ, რა ადგილზეა სანაყოფე პარკი, ჩასულია თუ არა ღრუში,  არის თუ არა ჰემატომა. ანუ პირველი ვიზიტი უნდა განხორციელდეს 3- დან 4 კვირის ვადაზე. შემდეგი ვიზიტი ორსულს 6-7 კვირის ვადაზე უწევს, როდესაც ემბრიონს  უკვე გულისცემა აქვს. ვაფასებთ  სანაყოფე პარკის ფორმას, ებრიონის გულისცემას და ზომას, ასევე ვნახულობთ, არის თუ არა ჰემატომა. შემდეგ უკვე 12-13 კვირაზე ვაფასებთ კისრის ნაოჭს, ასევე ნაყოფის ორგანოებს, ხერხემალს, ძვლების სისტემას, ცხვირის ძვალს და ამ ვადაზე ვიღებთ ბევრ ინფორმაციას, რადგან სხვა დროს ეს არ არის შესაძლებელი. 16 კვირაზე, მეოთხე ვიზიტის დროს ვამოწმებთ როგორ გაიზარდა ნაყოფი, როგორ განვითარდა მისი ორგანოები და ასევე, უკვე გვაქვს გულის მდგომარეობის შესახებ გარკვეული ინფორმაცია. შემდეგ ვიზიტზე, 19-20 კვირის ვადაზე ხდება ორგანოების და ზრდის შეფასება, ნაყოფის ზომის, პლაცენტის მიმაგრება, საშვილოსნოს ყელის და ზოგადად, ორსულობის მიმდინარეობის ანალიზი. შემდეგში 24, 30 , 36 კვირაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული ვიზიტებია და ამ ვადებზე ვნახულობთ  უკვე ჩამოყალიბებული ნაყოფის ზრდა-განვითარებას, ფიზიოლოგიას, ვადგენთ, როგორ ვითარდება და როგორ მიდის ორსულობა. მხედველობასა და სმენას ექოსკოპია ვერ აფასებს. რაც ეხება ანატომიას, ყველაფერს სათანადოდ ვნახულობთ. დღემდე ბევრს სჯერა, რომ რადიოლოგიური კვლევა ხშირად რეკონედებული არაა და ის ნაყოფის „დასხივებას“ იწვევს... ეს არის აბსოლუტურად უვნებელი, ულტრაბგერითი ტალღა, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს. ის უსაფრთხოა როგორც ჩვენთვის, ექიმებისთვის, რომლებიც წლობით ვმუშაობთ აპარატთან, ასევე პაციენტისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბევრად დიდი სარგებელი მოაქვს თვითნებურად გაკეთებულ ექოსკოპირ კვლევებს, ვიდრე გეგმიურად ექიმის მიერ დანიშნულს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ორსულებზე ეს დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.  ზოგს ცუდი სიზმარი აქვს ნანახი, მეგობარმა, მეზობელმა რაღაც უთხრა აღელვებული მოდის და გთხოვს, რომ გულისცემა მაინც მოასმენინო. მისთვის ეს ერთი ექოსკოპია ბედნიერი ერთი კვირის ტოლფასია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გაიკეთოთ ის ექიმის დანიშნულებითაც და თვითნებურადაც. ეს არის აბსოლიტურად უსაფრთხო პროცედურა, მსოფლიოში არანაირი მონაცემი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს ულტრაბგერითი ტალღა რაიმე უარყოფითს იწვევს. 12-13 კვირაზე ხდება კისრის ნაოჭის განმსაზღვრელი კვლევა, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას პათოლოგიის შესახებ. მაშინ რატომ ხდება აუცილებელი  გენეტიკური კვლევების ჩატარება? 12-13 კვირაზე კისრის ნაოჭის, ანუ საყელოსებრი სივრცის გაზომვა არის აუცილებელი. ეს გახლავთ მარკერი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ იქ შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია.  კისრის ნაოჭის ზომის ნორმად ითვლება 3,  მაგრამ შეიძლება იყოს 3,5,  4,  4,5 და ბავშვი იყოს სრულიად ჯანმრთელი. ამიტომ რადიოლოგებმა თავს არ უნდა მივცეთ უფლება, მშობელს მივაწოდოთ მცდარი ინფორმაცია ნაყოფის შესახებ. ეს არის უდიდესი შეცდომა და დანაშაული. აუცილებლად უნდა გაკეთდეს  ტესტები, ორმაგი,  სამმაგი ტესტი. თუ იქაც რაიმე ცვლილება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა გაკეთეს ამიოცენტეზი,  რომელიც 99%- ში ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს. ექოსკოპია არის მხოლოდ მარკერი, რომელიც გაძლევს ინფორმაციას, საჭიროა თუ არა კიდევ დამატებითი კვლევები. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ სრულიად ჯანმრთელი ბავშვები იბადებიან არსებული 4 მმ საყელოსებრი სივრცით.   რაზე მიუთითებს მღვრიე წყლები ორსულობისასას? რეალურად არც ერთ წიგნში და სახელმძღვანელოში მღვრიე წყლების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. არცერთ ევროპულ და ამერიკულ სახელმძღვანელოში არ წერია როგორია ის, სად ჩანს და რანაირად. რაც უფრო ახალია აპარატი, მით უფრო ბევრ რამეს ვხედავთ ეკრანზე, ამიტომ ამის შეფასება არ იქნება სწორი, რადგან გამოიწვევს დამატებით მედიკამენტების დანიშვნას და ექიმი შესაძლოა, შეცდომაში შევიყვანოთ. ბევრჯერ ყოფილა, უმშობიარიათ, ექიმ რადიოლოგს ეგონა, რომ იყო მღვრიე წყლები  და აღმოჩენილა, რომ  წყალები აბსოლუტურად სუფთაა. ასევე ყოფილა პირიქითაც. ჯობია ასეთი შეფასებები რადიოლოგებმა თავიდან ავიცილოთ. არ არსებობს მღვრიე წყლების შეფასება, სიმართლე ესაა. ორსულებს ყველაზე მეტად აშინებთ ჰიპერტონუსი. რისი მანიშნებელია ეს მდგომარეობა ექიმ რადიოლოგისთვის და რა  გამოსავალი არსებობს ასეთ დროს? პაციენტი თვითონ უნდა მოვიდეს ამ ჩივილით, რადგან ეს არის შეგრძნება, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ყელის დამოკლება. ტონუსის მიზეზი შეიძლება იყოს სიმძიმის აწევა, ნერვიულობა და სტრესი, გადაღლა. საშვილოსნო კუნთოვანი ორგანოა, ძალიან ადვილად იკუმშება კუნთი და პაციენტს აქვს ჩივილი, მუცლის დაჭიმულობა. როდესაც პაციენტი ამ ჩივილით მოდის,  ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ გამოიწვია თუ არა ჩივილმა საშვილოსნოს ყელი დამოკლება. თუ საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, პაციენტი გადამისამართდება თავის ექიმთან, რომელიც მიიღებს გარკვეულ ზომებს.  ორსული ქალბატონი თვითონ უნდა დაუკვირდეს თავის ორგანიზმს, რა შეუძლია და რა არა, არ უნდა მიიყვანოს თავი მუცლის დაჭიმვის მდგომარეობამდე. იმდენი არ უნდა ისეირნოს, რომ დაიჭიმოს მუცელი.
ჯობია გარშემომყოფები მივეხმაროთ ორსულს, რომ არ აწიოს მძიმე, მივეხმაროთ ქუჩაში, ყველაზე დაუცველები სწორედ ორსულები არიან და ყველაზე მეტი დახმარება მათ სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი ეს მაშინ სჭირდებთ, როდესაც არ ეტყობათ რომ ორსულად არიან, ეს არის 2-3 თვე. სწორედ ამ პერიოდშია ხასიათი არეული და ჯობს მას დავეხმაროთ,  რათა სტრესმა არ გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვა, ყელის დამოკლება, სტაციონარი და ა.შ.
რადიოლოგები არ ვსვამთ ტონუსის დიაგნოზს, ქალი მოდის ჩივილით და ჩვენ ვაფასებთ მის მდგომარეობას. ჩივილი უნდა გამოიკვლიოს ექიმმა, მისი გუშინდელი გუშინწინდელი დღე, ერთჯერადია, ორჯერადი თუ ხანგრძლივი, სწორად უნდა შეფასდეს რადგან მესამე ტრიმესტრში ტონუსი ნორმად ითვლება, პაციენტმა კი ეს არ იცის. თუ ტონუსი გადაღლამ ან სიმძიმის აწევამ გამოიწვია, როგორც კი ორსული წამოწვება, ეს მდგომარეობა გადაუვლის. თუ პაციენტი დილას იღვიძებს და მას აქვს დაჭიმული მუცელი უმიზეზოდ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს და ჩააყენოს საქმის კურსში, ასეთ დროს მკურნალობა აუცილებელია. რა დროს არის საშიში ზრდაში შეფერხების სინდრომი ან დიდი ზომის  ნაყოფი? ნაყოფი უნდა მიყვებოდეს თავისი განვითარების ვადას, თუმცა 25 კვირიდან შეიძლება შეიქმნას პრობლემა და ნაყოფმა ვეღარ შეძლოს ზრდა. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიამ, გენეტიკამ. ექოსკოპიურად გაზომილი და აწონილი ბავშვის ზომები  შესაძლოა არ შეესაბამებოდეს, ჩამორჩებოდეს ნორმას და ასევე შეიძლება, ნორმაზე გადაჭარბებას ჰქონდეს ადგილი. თუ გამოირიცხება ჰიპერტენზია, დიაბეტი, დოპლერი არ არის გაფუჭებული ანუ სისხლის მიმოქცევა არ არის დარღვეული, მაშინ მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ.  უმჯობესია, რომ ბავშვის ზომები ნორმალური იყოს, მაგრამ თუ ეს გენეტიკურია და მაგალითად ბავშვის  მამა ან ბაბუა 5 კილო დაიბადნენ, ბუნებრივია, რომ ბავშვი შეიძლება 4,800 დაიბადოს. ანუ თუ გამოირიცხება ყველანაირი პათოლოგია, ანალიზებშიც ყველაფერი წესრიგშია, დაე ბავშვი იყოს იმ ზომის, რამხელაც არის, არანაირი პრობლემა არ არის. ახდენს თუ არა გავლენას ნაყოფის ზომაზე დედის კვების რეჟიმი და მისი მომატებული წონა? ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ დედა მკაცრ დიეტაზეა, რათა ფორმები არ დაკარგოს, ცხადია, ამ დროს ბავშვს ბევრი აკლდება. არიან დედები, რომლებიც ბევრს ჭამენ და ბევრიც აქვთ მომატებული, ასე დროს ბავშვები ზომაზე მეტს იღებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედა დიეტაზე უნდა დავსვათ. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას.  რა არის დოპლეროგრაფიული კვლევა, რა ინფორმაციას გვაძლევს ის,  აუცილებელია თუ არა მისი ჩატარება ყველა ორსულისთვის და რითი განსხვავდება სხვა კვლევებისგან? ძალიან ბევრი რამის დოპლერი შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თავის, სისხლძარღვების, ხერხემლის, კისრის მალების, ფეხების, სადაც არის სისხლძარღვი ყველგან შეგვიძლია დოპლერის გაკეთება. ამით ჩვენ ვნახულობთ სისხლძარღვში სისხლის გამავლობას, სიჩქარეს, რაოდენობას, იკვებება თუ არა ის ორგანო, სადაც მიდის სისხლი. ვნახულობთ მარაგდება თუ არა ნაყოფი საკმარისად დედისგან, ანუ ჭიპლარში როგორ მიედინება სისხლი. ულტრაბგერით კეთდება, ჩვეულებრივი ექოსკოპიაა და მის გაკეთებას რამდენიმე წუთი სჭირდება. როდესაც დოპლერი ნორმაშია, რა ზომაც უნდა იყოს ეს ბავშვი, პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე ვადაგადაცილების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია დოპლერული მონაცემები, უნდა შეფასდეს, უჭირს თუ არა ნაყოფს. თუ  კვლევამ ნორმალური მონაცემები გვაჩვენა, ნაყოფს შეუძლია იყოს მუცელში იმდენ ხანს,  რამდენსაც ექიმი ჩათვლის. ასევე, როდესაც  ბავშვები ხშირ და მკვეთრ მოძრაობებს აკეთებენ მუცელში, ამ დროს მოდიან  კვლევისთვის. თუ დედა კარგად გრძნობს თავს და ნაყოფს ურჩევს პოზას, თუ როგორ დაიძინოს პრობლემა არ ჩნდება. მაგალითად ვიცით, რომ ზურგზე წოლა არ შეიძლება, რადგან მასა აორტას აწვება, მექანიკურად იწვევს დედის ცუდად გახდომას და უფრო მეტად ნაყოფის დისკომფორტს, შესაბამისად ის ბევრს მოძრაობს. შესაძლოა ასევე სისხლში არ იყოს საკმარისი ჟანგბადის მომარაგება და ამ შემთხვევაშიც ნაყოფი ბევრს მოძრაობს. ჩვენ ვამოწმებთ ნორმალურად ამარაგებს თუ არა დედა ჭიპლარით ნაყოფს, თუ ყველაფერი წესრიგშია, ესეიგი ბავშვს აქტიური ხასიათი აქვს.  ბოლო რეგულაციების მიხედვით ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ ვადამდე არ შეიძლება, თქვენ როგორც ექიმს რა დამოკიდებულება გაქვთ, სწორია თუ არა ეს მიდგომა და რა ვადაზე უნდა ვიცოდეთ ნაყოფის სქესი? ძალიან მიხარია, რომ ტენდენცია შეიცვალა საქართველოში და გოგოებიც შეუყვარდათ. ქართველებში დიდი ხანია არ შემინიშნავს ეს ამორჩევითი ტენდენცია. ჩემი დაკვირვებით ჩვენთან ამას აღარ აკეთებენ და არასოდეს მინდა გავიგო, რომ ვინმემ მსგავსი არჩევანი გააკეთა ბიჭს და გოგოს შორის. მიხარია ისიც, რომ 16 კვირამდე არ ვაძლევთ ინფორმაციას სქესის შესახებ, რადგან 12 კვირაზე სქესის შეფასებით შესაძლოა შეცდომაში შევიყვანოთ პაციენტი. ჯობია გაიზარდოს ნაყოფი, გახდეს 16 კვირის, ჩამოუყალიბდეს სასქესო ორგანო და შემდეგ გაიგოს მშობელმა. ასეთ დროს არც აბორტის გაკეთება შეიძლება და ჩვენც მართველი ვიქნებით. 12 კვირაზე ხშირია შეცდომების ალბათობა.   რატომ არის ასეთი აქტუალური 3D და 4D კვლევა და შესაძლოა თუ არა, რომ მსგავსმა კვლევამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს ნაყოფის მდგომარეობაზე ვიდრე სტანდარტულმა, ორგანზომილებიანმა კვლევამ? 2D ეს არის კვლევის ფორმა, რომელსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ის ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს. 4D არის ის, სარაც ვიდეოს სახით ვუყურებთ, ხოლო 3D გახლათ ერთი კონკრეტული კადრი, რომლითაც შეგვიძლია ნაყოფის გარეგნული მონაცემების შემოწმება. მაგალითად თითები, ტუჩები, ბავშვის გარეგნობა, ხერხემლის მალები. სურათებსა და ვიდეოებს მშობლისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ჩვენ რადიოლოგებს ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროცესი, ვხარობთ პაციენტებთან ერთად, გამოფენაც კი გვაქვს ბატონ კახა ტატიშვილთან ერთად. 3D და 4D საკმაოდ ინფორმატიული დამატებითი კვლევებია, მაგრამ  არა ისეთი ინფორმატიული, როგორიც 2D კვლევა. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/11/mariam-gotsiridze-1.mp3"][/audio] [post_title] => რამდენჯერ არის რეკომენდებული ორსულობისას ექოსკოპიის გაკეთება - მარიამ გოცირიძის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => ramdenjer-aris-rekomendebuli-orsulobisas-eqoskopiis-gaketeba-mariam-gociridzis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-05 13:01:26 [post_modified_gmt] => 2018-11-05 09:01:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=301719 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 87 [max_num_pages] => 29 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => fe8b7917cbb7d6ed03c0be456061f634 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები