LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობას ვდებთ: ქვეყანას არ შევარცხვენთ

97

ევრობასკეტის მესამე ტურში უკრაინასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრეს.

 

დუდა სანაძე:

ძნელია სათქმელად რა ხდება. ბიჭები ისევ ისეთი მონდომებული ვართ, როგორც პირველ თამაშში ვიყავით, უბრალოდ თამაში არ გამოგვივიდა.

ჯერ დაკარგული არაფერია, ამიტომ გულშემატკივარს ვთხოვ, ისევ გვერდში დაგვიდგეს, ჩვენზე ხელი არ ჩაიქნიოს და ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, ვიბრძოლებთ და ჩვენს ქვეყანას არ შევარცხვენთ, პირობას ვდებთ.

 

ზაზა ფაჩულია

სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვთამშობთ, ეს არის “ჯიგრით” თამაში. თუმცა, ასეთ დონეზე ეს არ გვშველის. აქ უნდა გამოიჩინო ინტელექტი, ცოდნა, მიაქციო ყურადღება პატარა დეტალებს, რაც საბოლოო ჯამში დაგეხმარება რომ მოიგო თამაშები. სამწუხაროდ, ბოლო ორ თამაშში ამ პატარა დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევთ და გვინდა ისევ “ჯიგრით” მოვიგოთ, თუნდაც ისეთ გუნდთან, როგორიც უკრაინაა, რომელიც ელიტის წარმომადგენელი არაა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და კარგი გუნდია.

ყოველთვის ასე დაისჯები, როდესაც კალათბურთს პატივს არ სცემ. სანამ ქართულ სპორტში პატარა დეტალებს არ მიექცევა ყურადღება, სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ძალიან რთულია. შეიძლება, მონდომებით ერთ-ორი სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ საპრიზო ადგილებზე გასვლა, მედლების მოპოვება მხოლოდ ამის ხარჯზე შეუძლებელია. დიდ წარმატებას კალათბურთის თამაშის ცოდნა სჭირდება დაცვაშიც და შეტევაშიც. ეს მწარე სიმართლეა.

 

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, ისრაელის ნაკრებთან გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები