LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობას ვდებთ, საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება ლეგალური იქნება – “გირჩი”

69

“ვდებთ პირობას, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური,” – ასე გამოეხმაურა ”გირჩის” წარმომადგენელი, იაგო ხვიჩია, საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

”ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს – კანაფის მოხმარება არის ლეგალური თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური.

ჩვენ დღეს პირველად გავარღვიეთ საბჭოთა კავშირის მიერ დაწესებული ზღუდე ნარკოტიკებთან დაკავშირებით. ჩვენ პირველად ვთქვით ადამიანზე, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არასოდეს იქნება კრიმინალი და ამ სიტყვების უკან დაბრუნება შეუძლებელია. შეუძლებელია უკან დაბრუნდეს საბჭოთა კავშირი,” – განაცხადა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციომ მარიხუანას განმეორებით მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები