LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირობები, რომელსაც თბილისის თავისუფალი ზონა მოიჯარეებს სთავაზობს

144

თბილისში გასული წლის ბოლოს გახსნილი თავისუფალი ზონა მოიჯარეებს რეგიტრაციისა და იჯარის დაბალ ტარიფებს სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის თავისუფალი ზონის ადმინისტრატორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა, თბილისის თავისუფალი ზონა ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 30 კმ-ში, ცენტრალური სატრანზიტო გზის პირას. ზონის ფართობი 17 ჰექტარია, რომელიც პირობითად დაყოფილია მცირე, 3-4 ათას კვ.მ.-იან 28 ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთად, რომელთაც პირდაპირი წვდომა აქვს ყველა ტიპის საკომუნიკაციო ინფრაქსტრუქტურასთან.

მისი თქმით, მმართველი კომპანიის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმ მოიჯარეების ბიზნეს მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთაც თავიანთი ბიზნესების წარმოება საქართველოში, კერძოდ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მქონე ზონაში სურთ.

“ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ინდუსტრიების განვითარებას, მომსახურებების და გადაწყვეტილებების ფართო სპექტრის შეთავაზების გზით”, – განაცხადა ტაბიძემ.

თბილისის თავისუფალ ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა ბიზნესის მიმართულებების განვითარება: IT ინდუსტრია – კერძოდ დატა ცენტრების განვითარება; მსუბუქი მრეწველობა; ფარმაცევტული წარმოება; საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება; სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების განვითარება. რაც შეეხება თბილისის თავისუფალი ზონის უპირატესობებს.

თავისუფალი ზონა პოტენციურ მოიჯარეებს სთავაზობს:

  • სრულყოფილ ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას და კომუნალურ უზრუნველყოფას. ზონაში წარმოებული პროდუქციის ქართული წარმოშობის სერტიფიკატით აღჭურვას;
  • დაბალ ტარიფებს როგორც რეგისტრაციისა და იჯარის, ასევე საოპერაციო კუთხით;
  • წვდომას საქართველოში ყველაზე დიდ და კვალიფიციურ შრომის ბაზარზე, რაც განპირებებულია იმ ფაქტით რომ ეს არის ერთადერთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა თბილისში;
  • ზონის ოპერატორი კომპანიის მხრიდან წარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ საწარმოო და სასაწყობო ფართების აშენებას;
  • ასევე, საინტერესო პროექტებში თანაინვესტირების შესაძლებლობას.

 

თბილისის თავისუფალი ზონის დეველოპერია BitFury Group –  მსოფლიოს წამყვანი კომპანია ბლოკჩეინ ინფრასტრუქტურის (საპროცესინგო დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) შემქმნელებს შორის. ზონა 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე ფუნქციონირებს. სხვა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მსგავსად, თბილისის თავისუფალი ზონის ოპერაციები რეგულირდება საქართველოს კანონით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, მრეწველობის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები