LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს ბროსნანი დაბადების დღეზე მეუღლესთან ერთად განმარტოვდა

77

პირს ბროსნანისა და კელი შაი სმიტის ოჯახი ერთ-ერთი სამაგალითოა მთელს ჰოლივუდში. წყვილი უკვე 16 წელია ერთად არის და მათი ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ ურთიერთობაში სრული ჰარმონია სუფევს.

ამ დღეებში ცნობილმა 007-ის აგენტმა 64-ე იუბილე აღნიშნა. არავის გაკვირვებია, რომ კომპანიონად მან სწორედ საყვარელი მეუღლე აირჩია.

წყვილი ჰავაიზე განმარტოვდა, თუმცა ბუნებრივია, პაპარაცებ ვერ დაემალენ. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებმა ისინი რომანტიკული კოცნის დროს დააფიქსირეს.

კელიზე, რომელიც არც ისე სახარბიელო ფიზიკურ ფორმაშია, მსახიობი ყოველთვის აღფრთოვანებული საუბრობს და აცხადებს, რომ ბედნიერია, რომ ის ერთადერთი სწორედ მისი მეორე ნახევარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები