LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს ბროსნანის, ჯუდ ლოუს, გარი ოლდმენისა და სხვა ვარსკვლავების შვილები პოდიუმზე (ფოტო)

126

Dolce & Gabbana-ს ახალი კოლექციის ჩვენება წელს განსაკუთრებული გამოვიდა. მასში მონაწილეობა ცნობილი მსახიობების შვილებმა მიიღეს და მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკეს. პირველად პოდიუმზე გამოჩნდა პირს ბროსნანის ვაჟი, პერისი რომლის უფროსი ძმა უკვე აქტიურადაა ჩართული სამოდელო ბიზნესში. 64 წლის მსახიობის 16 წლის ვაჟი რამდენჯერმა გამოვიდა სცენაზე და ცნობილი ბრენდის კოლექციიდან რამდენიმე კოსტიუმი წარმოადგინა.

პოდიუმზე პირველად გამოიდა კიდევ ერთი ბრიტანელი მსახიობის, ჯუდ ლოუს ვაჟიც, რაფერტი ლო, რომელიც საოცრად გავს თავის პოპულარულ მამას.   Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე მოდელის ამპლუაში მოგვევლინნენ ტომი ლი ჯონსისა და პამელა ანდერსონის ვაჟებიც, დილან ჯაგერი და ბრენდონ ტომასი. ასევე შონ კომბსის ვაჟი, კრისტიან კომბსი, „ოსკაროსანი“ დენიელ დეი ლუისის ვაჟი, გაბრიელ-კენი, ჯეიმს მარსდენის ვაჟი ჯეკი, გერი ოლდმენის ვაჟი, ჩარლი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები