LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირს ბროსნანისა და კილი სმიტის ოჯახური იდილია (ფოტო)

278

პირს ბროსნანისა და კილი სმიტის ურთიერთობაზე ლეგენდები დადის. წყვილი უკვე 16 წელია ერთადაა და ჰოლივუდის ყველაზე ერთგული ოჯახების სიას ლიდერობს. ამჯერად 54 წლის მსახიობი და მისი პარტნიორი მალიბუში, ველოსიპედებით სეირნობისას გადაიღეს. მეუღლეების ურთიერთობაში სრული იდილიაა და ეს ყველა ფოტოზე ჩანს.

ცოტა ხნის წინ მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე სექსუალური ჯეიმს ბონდი და კილი სმიტი ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს. შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 1994 წელს მექსიკაში დასვენების დროს გაიცნო. კილი სმიტი ცნობილი ჟურნალსიტი და ტელეწამყვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები