LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში, ჯარჯი წიკლაურის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო – გიორგი ფანცულაია

149

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, თბილისის პროკურატურაში მივიდა. გიორგი ფანცულაია საგამოძიებო უწყებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე არის დაბარებული.

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ დაწყებული გამოძიება აბსურდულია.

“ეს არ არის რეალური გამოძიება. 374-ე მუხლი საერთოდ არ ეხება სასამართლოს და ეხება მხოლოდ გამოძიების ეტაპს. შესაბამისად, გაუგებარია, რა კავშირშია სასამართლოდან გახმაურებულ ინფორმაციასთან. თუ ამ მუხლით იყო გამოძიება დასაწყები, პირველ რიგში, ჯარჯი წიკლაურის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, რომელმაც 2017 წლის 8 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები,” – განაცხადა გიორგი ფანცუალაიამ.

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე გუშინ პროკურატურაში იყო დაბარებული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც საქმეში მაგისტრი მოსამართლის ჩართვა მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები