LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები – სალომე ზურაბიშვილი

52

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის, პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ ქალია. ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

„მე ვიქნები არა მხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და, პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება, არ იყო ქალების პრეზიდენტი,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს სწორედ დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში შეხვდა და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ემიგრანტებისა და ა.შ. საკუთარ ხედვებზე ისაუბრა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები