LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ „უვიზო“ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდულია

51

ყველა ბილეთი გაყიდულია – Wizzair–ის ქუთაისი–ბუდაპეშტის 28 მარტის რეისზე ბილეთებს ვეღარ იყიდით. ეს ქუთაისიდან პირველი რეისია, რომლის მგზავრებიც ევროპაში ვიზის გარეშე წავლენ.

ფრენა 28 მარტს, 05:45 საათზე შესრულდება. ბუდაპეშტში კი მგზავრები ევროპული დროით, 07:00 საათზე ჩაფრინდებიან.

ქუთაისიდან შემდეგი ფრენა 06:00 წუთზე, საბერძნეთის მიმართულებით შესრულდება.

თბილისიდან პირველი “უვიზო” რეისი 04:55 წუთზე ვარშავის მიმართულებით შესრულდება. შემდეგი სპეცრეისი ათენის მიმართულებით ექვსის 15 წუთზე განხორციელდება, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრებს.

პოპულალურები