LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს

86

პირველად საქართველოში, გურიაში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ით გაიხსნება.

ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ი სოფელ შემოქმედის მახლობლად, მდინარე „ბჟუჟა“-ზე 2016 წლიდან იმართება და წელს ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი.

საქართველოში ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო ათლეტი, ისეთი ძლიერი გუნდებიდან როგორიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks. აღსანიშნავია, ასევე, რომ წელს პირველად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას  ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.

Bzhuzha Race-ი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით შეიქმნა და პირველ წელსვე ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნის 70 სპორტსმენი ესტუმრა.

2018 წელს Bzhuzha Race-ი ქართული მედიის გარდა, უცხოურ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში (Kayak Session Magazine, Canoe & Kayak Magazine, Rapid Media Magazine) გაშუქდება. ღონისძიებას ასევე, EKEC-ის მედია პარტნიორები და საინფორმაციო არხებიც გააშუქებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები