LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში ერთი წლის გოგონამ ლეიკემია სამუდამოდ დაამარცხა

152

ლეილა რიჩრადსი ერთი წლის გოგონაა ბრიტანეთიდან, რომელიც მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელზეც სპეციალურად შექმნილი იმუნოციტები ანუ გენური უჯრედები გამოიყენეს. აღნიშნული უჯრედების პროექტირება მოხდა ცნობილი ბრიტანული ჰოსპიტალის Great Ormond Street Hospital-ის სპეციალისტების მიერ და სწორედ ამ უჯრედებით გახდა შესაძლებელი დაავადების რემისია საბოლოო გამოჯანმრთელებამდე.

„ესაა პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ გამოვიყენეთ უჯრედები რედაქტირებული გენით და არ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებულნი შედეგში. ლეილას ლეიკემია იმდენად აგრესიული იყო, რომ მიღებულ შედეგს შეიძლება სასწაული დავარქვათ“ – ყვება ტრანსპლანტაციის განყოფილების უფროსი და ლეილას მკურნალი ექიმი პოლ ვეისი.

აღსანიშნავია, რომ მწვავე ლეიკემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბავშვებში. ლეილას დაავადების ეს ფორმა 14 კვირის ვადაზე დაუდგინეს. გოგონას ქიმიოთერაპიის კურსი და ზურგის ძვლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა დაავადება მაინც დაბრუნდა. სწორედ ამ დროს მშობლებს შესთავაზეს მკურნალობის ექსპერიმენტალური მეთოდების გამოყენება. მკურნალობისთვის დონორის T ტიპის ლეიკოციტები აიღეს და მოახდინეს მათი რედაქტირება გენთან ისე, რომ ისინი მამართული იყო ავთვისებიანი უჯრედების გასანადგურებლად. უჯრედების ლეილას ორგანიზმში შეყვანიდან რამდენიმე კვირაში ექიმებმა რემისიის ფაქტი დააფიქსირეს.

მიუხედავად ხმაურიანი შედეგისა, ექიმები კვლავ განაგრძობენ კვლევას და აცხადებენ, რომ ამ მეთოდის გამოყენება ჯერ კიდევ მოითხოვს დამატებით დაკვირვებას: „ჩვენ ის გამოვიყენეთ მხოლოდ ერთ გოგონაზე, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილად რათა ყველასთვის გახდეს ის უნივერსალური ვარიანტი. ყველა შემთხვევაში, ეს აღმოჩენა არის უდიდესი ნაბიჯი და თუ ის ამუშავდა, ჩვენ ლეიკემიასთან ერთად სხვა ონკოლოგიურ დაავადებებსაც დავამარცხებთ“-ამბობს ბავშვთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის პროფესორი უოსიმ კეზიმი.

unnamed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები