LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ისტორიაში: სკოტლენდ-იარდს თავში ქალი მოექცა

47

სკოტლენდ-იარდს ქალი უხელმძღვანელებს. ლონდონის პოლიციის 187 წლიან ისტორიაში მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა და საპატიო პოზიცია 56 წლის კრესიდა დიკმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი 30 წელზე მეტია, რაც პოლიციაში მუშაობს და შესაბამისი გამოცდილება თუ ცოდნაც საკმაოდ დააგროვა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული უკანაკსნელ წლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და საინტერესო შეთავაზებას დაუფიქრებლად დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ კრესიდას დაქვემდებარებაში 43 ათასი ადამიანი იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები